|
2015-04-30 20:57:06, 1402 ნახვა
სამხედრო
საფრანგეთის სამხედრო ატაშე: არავითარი მინიშნება არ არსებობს, რომ ქართველი სამხედროები არიან ჩარეულები
„არავითარი მინიშნება არ არსებობს, რომ ქართველი სამხედროები არიან ჩარეულები. მე ამაზე ცნობა არ მაქვს“, – ამის შესახებ საფრანგეთის სამხედრო ატაშე ანდრე ევრარიმ ჟურნალისტებს გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშრებით განაცხადა, რომლის თანახმადაც ცენტრალურ აფრიკაში ფრანგი და ქართველი სამხედროები ბავშვებზე სექსუალურ ძალადობას ახორციელებდნენ. მისივე თქმით, საქმე წინა წელს, ცენტრალურ აფრიკაში ფრანგი ჯარისკაცების მხრიდან ბავშვებზე სექსუალურ ძალადობაში ეჭვის საფუძველის გაჩენას ეხება. „ეს გასულ წელს იყო და საფრანგეთის ხელისუფლებამ საქმის გამოძიება გადაწყვიტა, რაზეც იუსტიციის მინისტრი და პარიზის ტრიბუნალი მუშაობს . ასე, რომ გამოძება მიმდინარეობს“, – აღნიშნა ანდრე ევრარიმ. ფრანგულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ცენტრალურ აფრიკაში სამშვიდობო მისიებში მონაწილე ფრანგი და ქართველი სამხედროები ბავშვებზე სექსუალურ ძალადობას ახორციელებდნენ. საუბარია 2013 წლის დეკემბრიდან 2014 ივნისამდე პერიოდზე. ფრანფული მედიის ცნობით, სამხედროები მოზარდებს საკვების სანაცვლოდ სექსუალური კავშირის დამყარებას აიძულებდნენ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)