|
2015-04-30 20:08:00, 1471 ნახვა
სამხედრო
ვაზიანში შეიარაღებული ძალების დაარსებიდან 24-ე წლისთავთან დაკავშირებით საზეიმო ცერემონიალი გაიმართა
საქართველოს შეიარაღებული ძალების დაარსებიდან 24-ე წლისთავთან დაკავშირებით, ვაზიანში, IV მექანიზირებული ბრიგადაში საზეიმო ცერემონიალი გაიმართა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სამწყობრო მოედანზე მოწყობილ პირად შემადგენლობას გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორ ვახტანგ კაპანაძემ და სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდალმა, პოლკოვნიკმა ალექსანდრე კიკნაძემ სიტყვით მიმართეს და შეიარაღებული ძალების დღე მიულოცეს. მათ წარმატებული სამხედრო მოსამსახურეები სამადლობელო სიგელებით დააჯილდოვეს. დღესვე, აღმოსავლეთ სარდლობის ბრიგადების სამხედრო მოსამსახურებმა სპორტული შეჯიბრებებიც გამართეს. გამარჯვებულებს შესაბამისი სერთიფიკატები გადაეცათ. შეიარაღებული ძალების დღესთან დაკავშირებით IV მექანიზირებული ბრიგადის ბაზაზე ღია კარის დღე გაიმართა. ქართველ სამხედროებს დღესასწაული ოჯახის წევრებმა მიულოცეს და ბაზაზე გამოფენილი სამხედრო ტექნიკა დაათვალიერეს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)