2017-10-06 14:51:50, 2071 ნახვა
კომენტარი
მამა მიქაელი: სიბეცეა იმაზე საუბარი, რომ სასამართლო სხდომების შესახებ ინფორმაცია საპატრიარქოდან შეიძლება გასულიყო
პატრიარქის მდივანი მამა მიქაელ ბოტკოველი, მოსაზრებებს, რომ სასამართლო სხდომების შესახებ ინფორმაცია შესაძლოა, საპატრიარქოდან გასულიყო, „სიბეცეს“ უწოდებს.
ბოტკოველის თქმით, დიდი ეჭვი არსებობს, რომ აღნიშნული ინფორმაცია ადვოკატებისგან გავიდა.
„აბსოლუტური სიბეცეა, როდესაც ლაპარაკობენ იმის თაობაზე, რომ საპატრიარქოდან შეიძლება გასულიყო ეს ინფორმაციები. საიდან შეიძლება საპატრიარქოს ჰქონოდა ეს ინფორმაცია მითხრას ვინმემ. ჩვენ მხარეს არ წარმოვადგენთ. ჩვენ არ გვქონდა უფლება მოგვეთხოვა მასალები და შესაბამისად არც მოგვითხოვია, ვერც მივიღებდით. საიდან შეიძლება ჰქონოდა საქართველოს საპატრიარქოს მასალები? ან როგორ ფიქრობთ საქართველოს საპატრიარქოს ამ მასალებს რატომ მისცემა „რუსთავი 2“-ს ან თუნდაც სხვა ტელევიზიას. დიდი ეჭვი არსებობს იმისა, რომ ეს ინფორმაცია გავიდა ადვოკატებისგან“,-აღნიშნა ბოტკოველმა.
ავტორი: ,