00:41 - 10 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-06 13:38:52, 2038 ნახვა

საზოგადოება
ყაზახეთისა და საქართველოს წარმომადგენლებს შორის ორმხრივი შეხვედრა გაიმართა

თბილისში ოფიციალური ვიზიტით ყაზახეთის დელეგაცია იმყოფება.

ვიზიტის ფარგლებში თანამშრომლობის გაღრმავებისა და ინვესტიციების მოზიდვის მიზნით ორმხრივი შეხვედრა სასტუმრო ბილტმორში გაიმართა.

შეხვედრას ქართული მხრიდან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი რამაზ ბოლქვაძე და საქართველოს ელჩი ყაზახეთში ზურაბ აბაშიძე, ხოლო ყაზახეთის მხრიდან, ყაზახეთის რესპუბლიკის ინვესტიციებისა და განვითარების მინისტრი ჟენის კასიმბეკი, ვიცე-მინისტრი იერლან კაიროვი, ყაზახეთის რესპუბლიკის ელჩი საქართველოში ერმუხამეტ ერტისბაევი და სხვა ოფიციალური პირები ესწრებოდნენ.

შეხვედრაზე მხარეებმა თანამშრომლობის შესაძლებლობები განიხილეს. ყურადღება გამახვილდა რეგიონულ ჭრილში ყაზახურ მხარესთან თანამშრომლობაზე. აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ყაზახეთის რესპუბლიკის ინვესტიციებისა და განვითარების მინისტრს რეგიონში არსებული ეკონომიკური ვითარება და საინვესტიციო პოტენციალი გააცნო, საუბარი შეეხო სხვადასხვა ინფრასტრუქტურულ პროექტს, რომელთა განხორციელებაში ინვესტორთა ჩართულობაა შესაძლებელი.

ყაზახურმა მხარემ არსებული კავშირების კიდევ უფრო გაღრმავების მზადყოფნა და რეგიონში დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებაში ყაზახური კომპანიების ჩართვის დაინტერესება გამოთქვა.

დღესვე, ყაზახეთის რესპუბლიკის ინვესტიციებისა და განვითარების მინისტრის ჟენის კასიმბეკისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის შეხვედრა გაიმართა.

 

(NS)









ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ჩინეთმა რუსეთისთვის უკრაინაში გამოყენებული დრონებისთვის ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიის მიწოდება დაიწყო და Starlink-ის თანამგზავრების განადგურება შესთავაზა
ირაკლი დგებუაძე თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს უფროსად დანიშნეს
ვოლსკი: საიდან მოიტანეს ეს ქარდი, ან ვინ ალაიქებს, ან ვინ აჰაჰავებს
რას პასუხობს საზოგადოებრივი მაუწყებელი სინდისის პატიმრების მშობლებს ეთერის მოთხოვნაზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics