|
2015-04-30 16:19:24, 1437 ნახვა
სამხედრო
შინდისის ბრძოლის გმირების სახელზე ნერგები დაირგა
საქართველოს შეიარაღებული ძალების დღეს, თავდაცვის მინისტრმა მინდია ჯანელიძემ, გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ და თავდაცის მინისტრის პირველმა მოადგილემ, გოჩა რატიანმა შინდისის ბრძოლაში დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სოფელ შინდისში, მემორიალთან, დაღუპული გმირების ოჯახის წევრებიც იმყოფებოდნენ. გმირების ხსოვნისადმი პატივის მისაგებად თბილისის ვიცე-მერი ირაკლი ლექვინაძე, შიდა ქართლის გუბერნატორი ზურაბ რუსიშვილი, გორის მუნიციპალიტეტის გამგებელი დავით ონიაშვილი, გორისა და სამთავისის ეპარქიის წარმომადგენლებიც იმყოფებოდნენ. ატენისა და გორის მიტროპოლიტმა მეფე ანდრიამ გმირულად დაღუპულთა სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა. თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა პირებმა მემორიალთან გმირების სახელზე კვიპაროსის 17 ნერგი დარგეს. ასევე დაირგო სხვადასხვა ჯიშის დეკორატიული მცენარეებიც, რომლებიც თბილისის ბოტანიკურმა ბაღმა თავდაცვის უწყებას უსასყიდლოდ გადასცა. შინდისში 2008 წლის 11 აგვისტოს II ქვეითი ბრიგადის 17 სამხედრო მოსამსახურე ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური შეტაკების დროს გმირულად დაიღუპა. საბრძოლო შეტაკების ადგილას გმირთა მემორიალია აღმართული.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)