|
2017-09-29 15:32:45, 1936 ნახვა
საზოგადოება
ორგანიზატორის ინფორმაციით, ემირ კუსტურიცას კონცერტის ბილეთები სიტუაციის გარკვევამდე გაყიდვიდან ამოღებულია
თბილისში 8 დეკემბერს დაგეგმილი სერბი კინორეჟისორის ემირ კუსტურიცას კონცერტის ბილეთები სიტუაციის გარკვევამდე გაყიდვიდან ამოღებულია, - ამის შესახებ კონცერტის ორგანიზატორი კომპანიის Art Media Group-ის დამფუძნებელმა ლელა ასლანიკაშვილმა პრესკონფერნციაზე განაცხადა. როგორც ასლანიკაშვილმა აღნიშნა, მისთვის უცნობი იყო ფაქტი, რომ კინორეჟისორი 2009 წელს ოკუპირებულ რეგიონში იმყოფებოდა და დასძინა, რომ ამის შესახებ რამდენიმე დღის წინ, ქართული მედიიდან შეიტყო. "უდავოა, რომ, ჩვენი ქვეყნის კანონმდებლობიდან გამომდინარე, მისი ჩამოსვლა საქართველოში, გარკვეული იურიდიული საკითხების დაზუსტებას მოითხოვს. შესაბამისად, ვიწყებთ ამ საკითხზე კონსულტაციებს და გაყიდვებიდან ვხსნით კონცერტს სიტუაციის გარკვევამდე", - განაცხადა ლელა ასლანიკაშვილმა. კითხვაზე - შესაძლოა თუ არა კონცერტი გაუქმდეს, ორგანიზატორმა აღნიშნა, რომ "თუ სიტუაციის გარკვევის შემდეგ დადგინდა, რომ არ პირის ჩამოყვანა კანონმდებლობას ეწინააღმდეგება, კონცერტი არ ჩატარდება. ამასთან, Art Media Group-ის დამფუძნებელმა მედიას კინორეჟისორის პოზიციაც გააცნო: "კუსტურიცა ხაზგასმით აცხადებს, რომ მისი არც ერთი საჯარო გამოსვლა არ ყოფილა ქართველი ხალხის წინააღმდეგ მიმართული, რომ იგი აკრიტიკებდა საქართველოს იმჟამინდელ ხელისუფლებას და არავითარ შემთხვევაში საქართველოს და ქართველ ხალხს. ის ყველანაირი მის წინააღმდეგია. რეჟისორის თქმით, მისთვის ძალიან საინტერესოა საქართველოში სტუმრობა, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მისი ვიზიტი ქართველი სახელმწიფოსთვის იქნება მისაღები, საქართველოს მოსახლეობისკენ კი მხარდაჭერილი", - განაცხადა ორგანიზატორმა. აღსანიშნავია, რომ ცნობილი რეჟისორი ოკუპირებულ ცხინვალს 2009 წელს სტუმრობდა. კერძოდ რეჟისორი, ე.წ. სამხრეთ ოსეთს 2009 წლის 9 ოქტომბერს ეწვია. როგორც მაშინ რეჟისორმა განმარტა, ის 2008 წლის აგვისტოს ომზე ფილმის გადაღებას აპირებდა და საჭირო მასალების შესაგროვებლად ჩავიდა. ცნობისთვის, კუსტურიცას კონცერტი 8 დეკემბერს არის დაგეგმილი.ორგანიზატორის ინფორმაციით, ემირ კუსტურიცას კონცერტის ბილეთები სიტუაციის გარკვევამდე გაყიდვიდან ამოღებულია თბილისში 8 დეკემბერს დაგეგმილი სერბი კინორეჟისორის ემირ კუსტურიცას კონცერტის ბილეთები სიტუაციის გარკვევამდე გაყიდვიდან ამოღებულია, - ამის შესახებ კონცერტის ორგანიზატორი კომპანიის Art Media Group-ის დამფუძნებელმა ლელა ასლანიკაშვილმა პრესკონფერნციაზე განაცხადა. როგორც ასლანიკაშვილმა აღნიშნა, მისთვის უცნობი იყო ფაქტი, რომ კინორეჟისორი 2009 წელს ოკუპირებულ რეგიონში იმყოფებოდა და დასძინა, რომ ამის შესახებ რამდენიმე დღის წინ, ქართული მედიიდან შეიტყო. "უდავოა, რომ, ჩვენი ქვეყნის კანონმდებლობიდან გამომდინარე, მისი ჩამოსვლა საქართველოში, გარკვეული იურიდიული საკითხების დაზუსტებას მოითხოვს. შესაბამისად, ვიწყებთ ამ საკითხზე კონსულტაციებს და გაყიდვებიდან ვხსნით კონცერტს სიტუაციის გარკვევამდე", - განაცხადა ლელა ასლანიკაშვილმა. კითხვაზე - შესაძლოა თუ არა კონცერტი გაუქმდეს, ორგანიზატორმა აღნიშნა, რომ "თუ სიტუაციის გარკვევის შემდეგ დადგინდა, რომ არ პირის ჩამოყვანა კანონმდებლობას ეწინააღმდეგება, კონცერტი არ ჩატარდება. ამასთან, Art Media Group-ის დამფუძნებელმა მედიას კინორეჟისორის პოზიციაც გააცნო: "კუსტურიცა ხაზგასმით აცხადებს, რომ მისი არც ერთი საჯარო გამოსვლა არ ყოფილა ქართველი ხალხის წინააღმდეგ მიმართული, რომ იგი აკრიტიკებდა საქართველოს იმჟამინდელ ხელისუფლებას და არავითარ შემთხვევაში საქართველოს და ქართველ ხალხს. ის ყველანაირი მის წინააღმდეგია. რეჟისორის თქმით, მისთვის ძალიან საინტერესოა საქართველოში სტუმრობა, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მისი ვიზიტი ქართველი სახელმწიფოსთვის იქნება მისაღები, საქართველოს მოსახლეობისკენ კი მხარდაჭერილი", - განაცხადა ორგანიზატორმა. აღსანიშნავია, რომ ცნობილი რეჟისორი ოკუპირებულ ცხინვალს 2009 წელს სტუმრობდა. კერძოდ რეჟისორი, ე.წ. სამხრეთ ოსეთს 2009 წლის 9 ოქტომბერს ეწვია. როგორც მაშინ რეჟისორმა განმარტა, ის 2008 წლის აგვისტოს ომზე ფილმის გადაღებას აპირებდა და საჭირო მასალების შესაგროვებლად ჩავიდა. ცნობისთვის, კუსტურიცას კონცერტი 8 დეკემბერს არის დაგეგმილი.
ვოლსკი: საიდან მოიტანეს ეს ქარდი, ან ვინ ალაიქებს, ან ვინ აჰაჰავებს
რას პასუხობს საზოგადოებრივი მაუწყებელი სინდისის პატიმრების მშობლებს ეთერის მოთხოვნაზე
რიკოთზე ავარიას 2 ადამიანი ემსხვერპლა, დაშავდა ბავშვი
ზურაბ ჯაფარიძე: ერთადერთი, რაც თვითმხილველებს „ახსოვთ“, არის ის, რომ ჩვენ „ზეწოლისკენ“ მოვუწოდეთ
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)