23:26 - 27 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-09-29 14:04:08, 12779 ნახვა

High - Tech
ილონ მასკმა მომავლის ტრანსპორტი წარადგინა

ილონ მასკმა მომავლის სატრანსპორტო სისტემა BFR (Big Falcon Rocket) წარადგინა.

წარდგენა IAC 2017-ზე (International Astronautical Congress) მოხდა. კომპანია SpaceX-ის დირექტორმა პროექტს ხუმრობით Big Fucking Rocket-ი უწოდა. BFR მრავალჯერადი მძიმე რაკეტისა და თვითმართვადი ხომალდისგან შედგება, რომელიც 100-მდე ადამიანს იტევს. აღნიშნული სისტემა კაცობრიობას ძალიან მოკლე ვადებში დედამიწის ერთი წერტილიდან საპირისპირო წერტილში მგზავრობის საშუალებას მისცემს. ამასთან ერთად, BFR ფართოდ იქნება გამოყენებული მთვარის და მარსის "ათვისებაში"-წერს The Washington Post-ი პირველ წყაროზე დაყრდნობით.

საბოლოოდ BFR შეცვლის ყველა უკვე არსებულ SpaceX-ის ხომალდს.

ილონ მასკის მტკიცებით, ახალი BFR-ის დახმარებით ნიუ-იორკიდან შანხაიში მგზავრობა 39 წუთამდე, ხოლო ნიუ-იორკიდან ლონდონში ჩასვლა 29 წუთში იქნება შესაძლებელი.
„BFR-ის ხომალდის მაქსიმალური სიჩქარე 29 ათას კილომეტრ საათს შეადგენს. ახალი ხომალდით მგზავრობის ფასი პოპულარულ Airbus A380-ის ფასთან იქნება მიახლოეებული“, -განმარტავენ კომპანიაში.









ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი ზელენსკის შეხვდა და მას „100%-იანი“ მხარდაჭერა გამოუცხადა
როგორც მოსკოვში - თეთრი ფურცლის დაჭერისთვის პოლიციამ აქტივისტი ნოდარი წიწარიშვილი დააკავა
საქართველოს ეროვნული ბანკი: ბანკები „თელასის“ ლარში მომსახურებას გააგრძელებენ
BOG-ის გზავნილების გათამაშება დაიწყო - მოიგე 1 000₾ ყოველდღე ან 10 000₾ სუპერპრიზი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics