18:51 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-09-27 15:54:46, 1864 ნახვა

საზოგადოება
სუბარი: გმირების დაღვრილი სისხლი და ჩვენი სიმტკიცე არის იმის გარანტი, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა აუცილებლად აღდგება

ზუგდიდის ვლაქერნის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის საკათედრო ტაძარში, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გაიმართა.

პანაშვიდს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ლევან შონია და თბილისის მერი დავით ნარმანია დაესწრნენ.

„სოხუმის დაცემის დღიდან 24 წელი შესრულდა. ეს არის ტკივილი, როდესაც ასეულობით ათასი ადამიანი მოწყდა თავის მიწას. გმირების დაღვრილი სისხლი და ჩვენი სიმტკიცე არის იმის გარანტი, რომ  საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა აუცილებლად აღდგება და ყველა ადამიანი დაუბრუნდება თავის სახლს. მე ამაში ღრმად ვარ დარწმუნებული, ამაზე მეტყველებს ისტორიის ლოგიკაც და ეს აუცილებლად მოხდება“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.

(NS)

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
რიკოთზე ავარიას 2 ადამიანი ემსხვერპლა, დაშავდა ბავშვი
ზურაბ ჯაფარიძე: ერთადერთი, რაც თვითმხილველებს „ახსოვთ“, არის ის, რომ ჩვენ „ზეწოლისკენ“ მოვუწოდეთ
კონგრესმენმა უილსონმა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომიდან ქართული დელეგაციის წასვლა სამარცხვინო უწოდა
უტა ბერიას ფილმის ,,ცრემლსადენი გაზი" მსოფლიო პრემიერა ლოკარნოს კინოფესტივალის სექციაში შედგება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics