14:15 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-09-27 15:40:44, 2309 ნახვა

ეკონომიკა
გაგუა: სავალუტო ფონდის მიერ შეფასებული 32 კატეგორიიდან დაახლოებით 20-ში საქართველოს კარგი ან საუკეთესო პრაქტიკა აქვს

საერთაშორისო სავალუტო ფონდმა საქართველოს ფისკალური გამჭვირვალობის შეფასება დაასრულა. შეფასებული 32 კატეგორიიდან დაახლოებით 20-ში საქართველოს კარგი ან საუკეთესო პრაქტიკა აქვს, -ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ გაგუამ რეგიონული ვორქშოფის სესიის „საქართველოს ფისკალური გამჭვირვალობის შეფასება“ შემდეგ განაცხადა.

სესიაზე აღნიშნულ საკითხზე პრეზენტაციები გააკეთეს ფინანსთა მინისტრის მოადგილემ ნიკოლოზ გაგუამ და საერთაშორისო სავალუტო ფონდის წარმომადგენელმა ტორბენ ჰანსენმა.

სესიას საქართველოს ფისკალური გამჭვირვალობის შეფასების შესახებ დაესწრო საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელი მერსედეს ვერა მარტინი, რომელიც საქართველოში იმყოფება.

„ფისკალური გამჭვირვალობის მიმართულებით ჩვენ ბევრი რეფორმა განვახორციელეთ და ბევრ რეპუტაციულ რეიტინგებში საკმაოდ მაღალ ადგილზე ვართ. მაგალითად, ღია ბიუჯეტის ინდექსში საქართველო არის მსოფლიოში მე-16 ადგილზე, რაც საკმაოდ მაღალი შედეგია. რაც შეეხება სავალუტო ფონდის შეფასებას, ეს იყო ერთ-ერთი ღრმა და შინაარსობრივი შეფასება. ბევრი და მნიშვნელოვანი ფაქტორი დაფიქსირდა. თუმცა არის ღონისძიებები, რომელთა განსახორციელებლადაც ჩვენ გვაქვს 4-წლიანი სამუშაო გეგმა.2020 წლის ჩათვლით ისინიც უნდა გატარდეს. ჩვენი ამოცანაა, კიდევ უფრო წინ წავიწიოთ, რათა საქართველო იყოს ლიდერი არა მხოლოდ ფისკალური გამჭვირვალობის მიმართულებით,“ - აღნიშნა  ფინანსთა მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ გაგუამ.

 

(NS)

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
SJC: რუსეთის მიერ ცხინვალის რეგიონის ფაქტობრივი ანექსია უფრო აგრესიულ ეტაპზე გადავიდა
„თეგეტამ“ „დეილი ჯგუფს“ საოპერაციო ლიზინგის ფარგლებში FAW-ის 50 სატვირთო ავტომობილი მიაწოდა
ბერა ივანიშვილზე დაწერილი პოსტის გამო, ნატა ფერაძე სასამართლოში დაიბარეს
სუს: სოფელ ბერუშეთთან ოკუპანტების მიერ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics