01:58 - 10 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-09-25 21:30:36, 2135 ნახვა

პოლიტიკა
პოლიტიკური პარტიების ნაწილი საკონსტიტუციო ცვლილებებზე განცხადებას ავრცელებს

პოლიტიკური პარტიების ნაწილი საკონსტიტუციო ცვლილებებზე განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ პარლამენტის უმრავლესობაში, გარდა „ქართული ოცნებისა“, ფრაქციების სახით წარმოდგენილია ოთხი პოლიტიკური სუბიექტი, რომლებსაც ცნობადობაც, ისტორიაც, რეიტინგიც, რეპუტაციაც და პარტიის წევრთა რაოდენობაც კი გაცილებით დიდი აქვთ, ვიდრე პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციური პროცესის დასაზიანებლად შემოკრებილი პარტიების უდიდეს უმრავლესობას.

„შესაბამისად, უპასუხისმგებლო და ტყუილია ნებისმიერი განცხადება იმის შესახებ, რომ თითქოს ახალი კონსტიტუცია მიიღება მხოლოდ ერთი პარტიის მხარდაჭერით.

ამიტომ, მოვუწოდებთ ჩვენს ოპონენტებს, თავი შეიკავონ ისეთი განცხადებებისგან, რომლებშიც აშკარად და მიზანმიმართულად შეურაცხყოფენ მინიმუმ ოთხ საპარლამენტო პარტიას.

აქვე, საპარლამენტო უმრავლესობაში ფრაქციების სახით წარმოდგენილი პარტიები, აბსოლუტურად თანაბრად ვიზიარებთ ახალ კონსტიტუციასთან დაკავშირებულ პასუხისმგებლობას და მოხარულები ვართ, რომ თითქმის ერთწლიანი ინტენსიური მუშაობის შედეგად, შევქმენით ისეთი კონსტიტუციური პროექტი, რომელიც უპრეცედენტო საყოველთაო-სახალხო განხილვებისას მხარდაჭერილია საზოგადოების მიერ, დადებითად აფასებს ვენეციის კომისია და უდავოა, რომ ამ კონსტიტუციური რეფორმით ჩვენი ქვეყნის გრძელვადიანი დემოკრატიულ განვითარება იქნება უზრუნველყოფილი“,-ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერს-. სოციალ-დემოკრატები - საქართველოს განვითარებისთვის;   საქართველოს კონსერვატიული პარტია;  საქართველოს მწვანეთა პარტია;  პოლიტიკური გაერთიანება - მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს.

 

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ლავროვმა განაცხადა, რომ რუსეთი ომს უკრაინის სრულ კაპიტულაციამდე გააგრძელებს.
ჩინეთმა რუსეთისთვის უკრაინაში გამოყენებული დრონებისთვის ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიის მიწოდება დაიწყო და Starlink-ის თანამგზავრების განადგურება შესთავაზა
ირაკლი დგებუაძე თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს უფროსად დანიშნეს
ვოლსკი: საიდან მოიტანეს ეს ქარდი, ან ვინ ალაიქებს, ან ვინ აჰაჰავებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics