02:08 - 10 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-09-25 16:40:19, 2159 ნახვა

პოლიტიკა
პარლამენტი საკონსტიტუციო ცვლილებებს მესამე მოსმენით ხვალ განიხილავს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის  განცხადებით, პარლამენტი უფლებამოსილია, რიგგარეშე  სხდომაზე ხვალ შეიკრიბოს.

ჟურნალისტებთან საუბრისას, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, პარლამენტის რიგგარეშე სხდომის მოსაწვევად, გუშინ, 14:01 საათზე, ელექტრონული საქმისწარმოების სისტემის მეშვეობით, შესაბამისი წერილობითი მოთხოვნით საქართველოს პრეზიდენტს მიმართა.

„ვადებს რაც შეეხება, მოთხოვნა გავაგზავნეთ ელექტრონული საქმის წარმოების სისტემის მეშვეობით. ეს მოთხოვნა 14:01 წუთზე გაიგზავნა. კონსტიტუციაში წერია, რომ ვადები იანგარიშება მოთხოვნის გაგზავნიდან. შესაბამისად, გაგზავნის ფაქტს აქვს იურიდიული მნიშვნელობა. ჩვენ შეგვიძლია, ჩვენი ინიციატივით შევიკრიბოთ სამშაბათ დღეს 14:01 სთ-ზე. ეს არის რეალური მოცემულობა",- აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

მისივე განცხადებით, პარლამენტის იურიდიული დეპარტამენტის უფროსსა და პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანს შორის კომუნიკაცია შედგა.

„იყო კომუნიკაცია პარლამენტის იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელსა და პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანს შორის. ჩვენ ვთხოვეთ, რომ წერილობითად ჩაგვებარებინა ეს დოკუმენტი პრეზიდენტისთვის, თუმცა, იქიდან იყო პასუხი, რომ შაბათ-კვირას პრეზიდენტი არ მუშაობს. ეს იყო პასუხი, რაც ბუნებრივია, არის ბავშვობა და ამაზე დამატებითი კომენტარის გაკეთება არ შეიძლება. მათ ჰქონდათ იმედი, რომ იურიდიულად შეაფერხებდნენ სამშაბათს სხდომის გამართვას, თუმცა, იურიდიულად ჩვენ გვაქვს სრული უფლება, პარლამენტი არის უფლებამოსილი, რომ 14:01 სთ-ზე დაიწყოს პლენარული სხდომა",- განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას პარლამენტის თავმჯდომარემ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ლავროვმა განაცხადა, რომ რუსეთი ომს უკრაინის სრულ კაპიტულაციამდე გააგრძელებს.
ჩინეთმა რუსეთისთვის უკრაინაში გამოყენებული დრონებისთვის ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიის მიწოდება დაიწყო და Starlink-ის თანამგზავრების განადგურება შესთავაზა
ირაკლი დგებუაძე თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს უფროსად დანიშნეს
ვოლსკი: საიდან მოიტანეს ეს ქარდი, ან ვინ ალაიქებს, ან ვინ აჰაჰავებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics