16:38 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-09-23 02:24:11, 2455 ნახვა

საზოგადოება
გარდაბნის საუბნო საარჩევნო კომისიაში ინცინდენტი მოხდა

გარდაბანში, სოფელ მშვენიერას #31 საუბნო საარჩევნო კომისიის შენობაში ჩამსხვრეულია ფანჯარა, ჩამოხეულია ამომრჩეველთა სიის საჯარო ვერსია (კედლის სია) და კომისიის განკარგულება.

შემთხვევა დაახლოებით 18:30 წთ-ზე მოხდა.

 გარდაბნის საოლქო საარჩევნო კომისიამ აღნიშნულის შესახებ უკვე მიაწოდა ინფორმაცია საპატრულო პოლიციას და შემთხვევის ადგილზე შესაბამისი სამართლებრივი პროცედურები მიმდინარეობს.

საარჩევნო ადმინისტრაცია გმობს ნებისმიერი სახის ძალადობრივ ქმედებას და იმედს გამოთქვამს, რომ მსგავსი შემთხვევა არ განმეორდება. 

ზემოაღნიშნული ფაქტის მიუხედავად, #31 საუბნო საარჩევნო კომისია ხვალ დილიდან განაგრძობს საკუთარ საქმიანობას, საარჩევნო ადმინისტრაცია უზრუნველყოფს ამომრჩეველთა სიის საჯარო ვერსიის ხელახლა განთავსებას კომისიაში და მოქალაქეები შეუფერხებლად შეძლებენ საკუთარი მონაცემების გადამოწმებას.

(NS)

 

 

 

 

 

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
უტა ბერიას ფილმის ,,ცრემლსადენი გაზი" მსოფლიო პრემიერა ლოკარნოს კინოფესტივალის სექციაში შედგება
გაატარეთ ზაფხულის ცხელი დღეები SOLO-სთან ერთად - Iveria Beach-ზე მუსიკალური ღონისძიებების სერია იწყება
HRW საქართველოში არასამთავრობო ორგანიზაციების მდგომარეობაზე ანგარიშს აქვეყნებს
უკრაინამ ბოლო 4 დღეში აზოვის ზღვაში 35 რუსულ ტანკერს დაარტყა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics