15:25 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-09-22 10:34:15, 1880 ნახვა

საზოგადოება
საჯარო რეესტრის ელექტრონულ სერვისებსა და ბლოკჩეინის ტექნოლოგიას საერთაშორისო ფორუმის მონაწილეები გაეცნენ

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებმა სახელმწიფო შესყიდვების თემაზე ორგანიზებული საერთაშორისო ფორუმის მონაწილეებისთვის ელექრონული სერვისებისა და ბლოკჩეინის ტექნოლოგიის გამოყენების პროექტის შესახებ პრეზენტაცია გამართეს.

შეხვედრაზე  იუსტიციის სახლში საინფორმაციო ტურიც მოეწყო, რომლის მიმდინარეობისას ფორუმის მონაწილეთა დელეგაცია სახელმწიფო მომსახურების სფეროში განხორციელებულ რეფორმებს გაეცნო.   ტურის შემდეგ, სტუმრებმა იუსტიციის სამინისტროს სხვა სსიპების წარმომადგენლების მოხსნებებიც მოისმინეს.

ფორუმის მონაწილეთა განსაკუთრებული დაინტერესება უძრავი ქონების რეგისტრაციისას ბლოკჩეინის ტექნოლოგიის გამოყენებამ გამოიწვია. საქართველო ერთ-ერთი პირველი ქვეყანაა, რომელიც ბლოკჩეინის ქსელს უძრავი ქონების რეგისტრაციისას იყენებს. ამონაწერების შესახებ ინფორმაციის ბლოკჩეინში ინტეგრირებით სარეგისტრაციო ტრანზაციები მეტად დაცული, მსოფლიო მასშტაბით ხელმისაწვდომი და გამჭვირვალე გახდა. 

საერთაშორისო ვაჭრობისა და სამთავრობო შესყიდვების საკითხებისადმი მიძღვნილი რეგიონალური ფორუმი 19-22 სექტემბერს, თბილისში, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციისა (WTO) და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ორგანიზებით იმართება. ფორუმს სხვადასხვა ქვეყნის მთავრობების წარმომადგენლები, ექსპერტები და სამოქალაქო საზოგადოების აქტივისტები ესწრებიან.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
უკრაინამ ბოლო 4 დღეში აზოვის ზღვაში 35 რუსულ ტანკერს დაარტყა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ბათუმში მეწარმე ქალებისთვის ელ. კომერციის ვორქშოპი გაიმართება
ევროკომისარი აზერბაიჯანის პროკურატურისგან აფგან სადიგოვის დაკავებაზე განმარტებას ითხოვს
ლიტერატურული პრემია „საბას“ 2026 წლის ფინალისტები ცნობილია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics