22:26 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-09-19 15:20:40, 2250 ნახვა

პოლიტიკა
დავით უთმელიძე ნუცუბიძის ქუჩის ამომრჩეველს შეხვდა

 „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“  საბურთალოს მაჟორიტარობის კანდიდატი დავით უთმელიძე, წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, შეხვედრებს განაგრძობს.
"ქართული ოცნების" პრესსამსახურის ინფორმაციით, თბილისის საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატმა მორიგი შეხვედრა  ნუცუბიძის ქუჩის ამომრჩეველთან გამართა.
დავით უთმელიძემ ადგილობრივებს დედაქალაქის განვითარების გეგმა გააცნო. 
ამასთან,  უბანში მიმდინარე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა.
 მაჟორიტარობის კანდიდატმა მოსახლეობას შეხვედრისთვის მადლობა გადაუხადა  და მათ არჩევნებში საკუთარი ხმის დაფიქსირებისკენ მოუწოდა.
„ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ სკვერებთან და სპორტულ მოედნებთან დაკავშირებული პრობლემა სულ მალე აღმოიფხვრას. ამ საკითხების მოგვარება უკვე დაწყებული აქვს ადგილობრივ გამგეობას. რეკრეაციული ზონები  უფრო და უფრო მეტ ქუჩასა და უბანში ეწყობა. მალე თბილისი  სიცოცხლით სავსე ქალაქი იქნება“,  - განაცხადა დავით უთმელიძემ.  
(NS) 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ჩინეთმა რუსეთისთვის უკრაინაში გამოყენებული დრონებისთვის ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიის მიწოდება დაიწყო და Starlink-ის თანამგზავრების განადგურება შესთავაზა
ირაკლი დგებუაძე თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს უფროსად დანიშნეს
ვოლსკი: საიდან მოიტანეს ეს ქარდი, ან ვინ ალაიქებს, ან ვინ აჰაჰავებს
რას პასუხობს საზოგადოებრივი მაუწყებელი სინდისის პატიმრების მშობლებს ეთერის მოთხოვნაზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics