14:08 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-09-19 12:39:19, 2200 ნახვა

საზოგადოება
თბილისს მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავები ეწვევიან

29 სექტემბერს თბილისს მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავები ესტუმრებიან.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მოწვევით, 29 სექტემბერს, „დინამო არენაზე“ საქველმოქმედო მატჩში მონაწილეობას მიიღებენ: პაოლო მალდინი, ფრანჩესკო ტოტი, ლუკა ტონი, დიდა, რივალდო, ერნან კრესპო, ვინსენტ კანდელა, ანჯელო დი ლივიო, ენრიკო ანონი, სებასტიან როსი, ჯუზეპე ფავალი, ივან კორდობა, ანდრეი შევჩენკო, კარლეს პუიოლი, ალესანდრო კოსტაკურტა, დემეტრიო ალბერტინი, ხავიერ ძანეტი, ზვონიმირ ბობანი, სერჟინიო, მარეკ იანკულოვსკი, დინო ბაჯო, მასიმო ამბროზინი, პიეტრო ვერხოვოდი, იბრაჰიმ ბა, კრისტიან აბიატი, მასიმო ოდო, მაურო ტასოტი, ენრიკო ანონი,  ჯუზეპე ფავალი, მარკო დელვეკიო, ანჯელო დი ლივიო, სებასტიან ფრეი, დარიო შიმიჩი, ანჯელო კარბონე და სებასტიანო როსი.

როგორც ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელებმა სასტუმრო „ბილტმორში“ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადეს, მატჩიდან შემოსული თანხა ხანძრის შედეგად დაზარალებული ბორჯომის ტყის აღდგენას მოხმარდება.

მატჩი 29 სექტემბერს, 21:00 საათზე, „დინამო არენაზე“ გაიმართება. ერთმანეთს „მსოფლიოს XI“ და „GFF –XI“ დაუპირისპირდებიან.

ბილეთების გაყიდვა ონლაინ რეჟიმში საიტზე www.tkt.ge-ზე დღეს, 15:00 საათზე დაიწყება.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ლიტერატურული პრემია „საბას“ 2026 წლის ფინალისტები ცნობილია
მერცი: აშშ-მ გერმანიისთვის Tomahawk-ის მიყიდვას დაამტკიცა
კალაძე: ბიძინა ივანიშვილი საქართველოს უახლეს ისტორიაში მართლაც ოქროს ასოებით ჩაიწერება
ISFED-მა იმედის 26 მაისის ქარდის მომწონებლებს შორის 1 500-ზე მეტი ტროლ-ბოტი გამოავლინა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics