|
2015-04-28 17:16:51, 1564 ნახვა
სამხედრო
ვაზიანში, „Agile Spirit 2015“-ის საბოლოო დაგეგმვის კონფერენცია გაიმართა
ვაზიანში, IV მექანიზირებული ბრიგადის ბაზაზე მრავალეროვნული სამხედრო სწავლების “Agile Spirit 2015” საბოლოო დაგეგმვის კონფერენცია გაიმართა. სამუშაო ჯგუფმა სასწავლო უბნები დაათვალიერა და სწავლების განხორციელების დეტალები განიხილა. თავდაცვოს სამინისტროს ინფორმაციით, სამხედრო სწავლებაში საქართველოს, აშშ-ის, ბულგარეთის, რუმინეთის, ლიტვის და ლატვიის სამხედრო მოსამსახურეები იქნებიან ჩართული. საქართველოს მხრიდან სწავლებაში IV მექანიზირებული ბრიგადის 42-ე ბატალიონი მიიღებს მონაწილეობას. წვრთნებში აშშ-ის საზღვაო ქვეითთა კორპუსი 220-მდე სამხედრო მოსამსახურით იქნება წარმოდგენილი. “Agile Spirit 2015”-ის მიმდინარეობას ნატოს სამხედრო წარმომადგენლობა დააკვირდება. მრავალეროვნული სამხედრო სწავლება ზაფხულში ჩატარდება. “Agile Spirit 2015”-ის მიზანს კონვენციური ოპერაციების დროს ურთიერთქმედების დახვეწა და სხვადასხვა ქვეყნების სამხედრო ტაქტიკის გაცნობა წარმოადგენს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)