19:30 - 15 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-09-15 12:37:45, 704 ნახვა

რეგიონი
ბათუმში, ანესთეზიოლოგიასა და ინტენსიურ თერაპიაში საერთაშორისო კონფერენცია გაიხსნა

დღეს, სასტუმრო “SHERATON”-ში, გაიხსნა საქართველოს მეორე საერთაშორისო კონფერენცია ანესთეზიოლოგიასა და ინტენსიურ თერაპიაში.

კონფერენციას აქვს პერმანენტული სახე და ის ტარდება საქართველოს ანესთეზიოლოგიის და რეანიმატოლოგიის სკოლის მხარდაჭერით (პროფესორი გ.გრიგოლია) ასევე ანესთეზიოლოგიის და კრიტიკული მედიცინის კავშირის (პროფესორი მ.ჩხაიძე), აჭარის მთავრობის, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტისა და შ. რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის მხარდაჭერით. კონფერენცის გახსნას ესწრებოდა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო, საქართველოს პარლამენტის განათლების, კულტურისა და სპორტის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში, აჭარის ჯანდაცვის მინისტრი ზაალ მიქელაძე, მინისტრის მოადგილები, ჯანდაცვისა და განათლების სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

სამუშაო დღეების ფარგლებში ჩატარდება სამი ვორკშოპი, რომელთაგან ერთი ეხება რეგიონალურ ანესთეზიას, ანესთეზიის რეგიონალური ასოციაციის გერმანია (ბერლინი) სერთიფიფატის გაცემის უფლებით. კონფერენციაში მონაწილეობას ღებულობენ სკიკერები აშშ –დან, საქართველოდან, დიდი ბრიტანეთიდან, გერმანიიდან, რუსეთიდან, უკრაინიდან, უნგრეთიდან, ავსტრიიდან, სასომხეთიდან, ისრაელიდან, საფრანგეთიდან, ესტონეთიდან და ა.შ. კონფერენციის 350-დან 400-მდე დელეგატი ესწრება. აღნიშნული კონფერენცია მნიშვნელოვანი და საინტერესოა ანესტეზიოლოგიის, რეანიმატოლოგიის, გადაუდებელი მედიცინის, მეანობის, პულმონოლოგიის და სხვა სფეროებში მომუშავე ექიმებისა და მედდებისათვის. კონფერენცია აერთიანებს ანესთეზიოლოგ–რეანიმატოლოგიისა და გადაუდებელი მედიცინის მუშაკებს, მთელი საქართველოს მაშტაბით.

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მაისიდან მოყოლებული, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ყირიმისკენ მიმავალ „სახმელეთო ხიდზე“ საწვავის ცისტერნებსა და სატვირთო მანქანებზე დაახლოებით 200 დარტყმა განახორციელეს.
Amnesty International - საქართველოში სამოქალაქო თავისუფლებები შემცირდა
საქართველოში ნებართვის გარეშე VI საუკუნის ეკლესია დაანგრიეს - ოცნების რეჟიმი არ რეაგირებს
UFC-ის ხელმძღვანელი: თოფურიამ თვალის სერიოზული ტრავმა მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics