15:01 - 21 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-09-15 12:30:08, 2461 ნახვა

მსოფლიო
ლონდონის მეტროში აფეთქება მოხდა

ლონდონის მეტროსადგურ "პარსონს გრინზე" აფეთქება მოხდა, - ამის შესახებ Reuters იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით, რამდენიმე მგზავრმა სახის დამწვრობა მიიღო, სხვა მგზავრებმა კი, სხვადასხვა სახის დაზიანებები.

თვითმხილველების თქმით, ადგილზე 6სამედიცინო დახმარების 6 ბრიგადაა მობილიზებული. სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე სახანძრო-სამაშველო სამსახური და პოლიცია იმყოფება. დაღუპულთა შესახენ ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება. 

მედიის ცნობით, სადგური გადაკეტილია. ამასთან, "პარსონს გრინთან" ახლო სადგურებიც არ ფუნქციონირებს. გადაკეტილია მიმდინარე ქუჩები.

პოლიცია კომენტარს უახლოეს მომავალში გააკეთებს. მანამდე ისინი შეფასებებისგან თავს იკავებენ.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის განმავლობაში ბრიტანეტში 4 ტერაქტი მოხდა, რის შედეგადაც 36 ადამიანი დაიღუპა. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ევროპაში საბრძოლო ველზე სუპერტანკი წარადგინეს, რომელიც რობოტული კოშკურითა და დრონებითაა აღჭურვილი .
ვენსი შვეიცარიაში ირანთან მოლაპარაკებებისთვის ჩავიდა
მზია ამაღლობელი - ელენე ხოშტარიას მდგომარეობის დაიგნორება გაუჭირდებათ - მინდა მას ვუთხრა, რომ მარტო არ არის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics