11:21 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-09-13 17:16:09, 2115 ნახვა

საზოგადოება
„ეთნიკური ქართველი“ - ემზარ კვიციანი პარლამენტს ახალი ჩანაწერის გაკეთებას სთავაზობს

„ეთნიკური ქართველი – პირი, რომელიც ატარებს ქართულ გვარს და თავს მიიჩნევს ქართველად“ - ამ ჩანაწერის ასახვას „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ" ორგანულ კანონში ფრაქცია „საქართველოს პატრიოტების" წევრი ემზარ კვიციანი მოითხოვს.

აღნიშნული კანონპროექტი პარლამენტში უკვე შესულია. ამასთან, კანონპროექტის თანახმად, ცვლილებების მიზანი უცხო ქვეყნის მოქალაქეთათვის საქართველოს მოქალაქეობის მიღების 5-წლიანი ვადის 10-წლიანი ვადით შეცვლაა.

"გაეროს მონაცემებით, 2050 წლისთვის საქართველოს მოსახლეობა 1 170 000 კაცით შემცირდება და ეს შემცირება ძირითადად ეთნიკურად ქართველების ხარჯზე მოხდება. 2014 წლის საყოველთაო აღწერის მონაცემების მიხედვით, საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობამ 3 729 635 კაცი შეადგინა. აუცილებელია მნიშვნელოვანი ცვლილებები კანონმდებლობაში, რათა საქართველოში ქართველები უმცირესობად არ ვიქცეთ“, - აღნიშნულია პროექტის განმარტებით ბარათში. 

კვიციანმა კანონპროექტი "საქართველოს დემოგრაფიული საზოგადოება 21"-ის ხელმძღვანელ ზვიად ტომარაძესთან ერთად მოამზადა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
თიბისი კამპუსი – უფასო ონლაინ განათლება სტუდენტებისთვის
ტრამპმა განაცხადა, რომ ირანზე დარტყმების შემდეგ თეირანმა შეთანხმების მიღწევა მოითხოვა
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა აზოვის ზღვაში ტანკერები დაბომბეს
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ტვერისა და სტავროპოლში ნავთობის საწყობები დაბომბეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics