|
2015-04-28 14:01:23, 616 ნახვა
საზოგადოება
შსს-ს აკადემიაში მედიის წარმომადგენლებისთვის სემინარი ტარდება
შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში, შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ორგანიზებით, მედიასაშუალებების წარმომადგენლებისთვის ორდღიანი სემინარი ტარდება. სემინარის დაწყებამდე ჟურნალისტებს შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი ნინო გიორგობიანი და შსს-ს აკადემიის რექტორი ნუკრი გელაშვილი მიესალმნენ. როგორც უწყებაში აცხადებენ, მედია-სემინარი მიზნად ისახავს ჟურნალისტების ცნობიერების ამაღლებას საპოლიციო განათლების საკითხებში და მათთვის ინფორმაციის მიწოდებას შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის, სამაგისტრო და საბაკალავრო პროგრამების და პოლიციის თანამშრომლების პროფესიული მომზადების შესახებ; მსგავსი სემინარი მედია საშუალებების წარმომადგენლებისათვის პირველად ტარდება. სემინარი თეორიული და პრაქტიკული ნაწილებისგან შედგება. სწავლების თეორიული ნაწილი მოიცავს პრეზენტაციებს ისეთ თემებზე, როგორიცაა: პერსონალური მონაცემები, როგორც პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების მნიშვნელოვანი კომპონენტი; შეკრებისა და მანიფესტაციების თავისუფლების, დისკრიმინაციის აკრძალვა და ჟურნალისტის დაცვის სამართლებრივი გარანტიები; ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის საკითხები. ასევე ჩატარდება პრაქტიკული სავარჯიშოები. სემინარს უძღვებიან აკადემიის პროფესიული მომზადების სამმართველოს საპატრულო პოლიციის ფაკულტეტის უფროსი ინსპექტორი ივანე ხაჟალია და აკადემიის ადმინისტრაციის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი ნინო საგინაშვილი. სემინარის მეორე დღეს ჟურნალისტები გაეცნობიან პრეზენტაციას თემაზე „სწავლება შსს-ს აკადემიაში“, რომელიც აკადემიის პროფესიული მომზადების სამმართველოს საპატრულო პოლიციის ფაკულტეტის უფროსი ნოდარ სააკაშვილი წარადგენს. პრეზენტაცია მოიცავს ისეთ საკითხებს, როგორიცაა: პროფესიული და აკადემიური სწავლებები შსს-ს აკადემიაში, საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამები, მიღების პროცედურები, ადგილობრივი და საერთაშორისო თანამშრომლობა. პრეზენტაციის დასასრულს გაიმართება შსს-ს არქივში დაცული უნიკალური მასალების გამოფენა, რის შემდეგაც, სემინარის მონაწილეები დაათვალიერებენ აკადემიას - კომპიუტერულ აუდიტორიებს, ბიბლიოთეკას, ინგლისური ენის ცენტრს, იმიტირებულ სასამართლო დარბაზს, კრიმინალისტიკურ კაბინეტს, საერთო საცხოვრებელს, სპორტულ დარბაზებს, აუზს, რეალურ და ვირტუალურ ტირებს. სემინარის დასასრულს, ყველა მონაწილეს სერტიფიკატი გადაეცემა.
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
სიბიჰა კიევ-პეჩერის ლავრის დაბომბვაზე - პუტინი საუკუნოდ დაწყევლილი უნდა იყოს და ის წააგებს ამ ომს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)