13:33 - 21 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-09-11 07:20:56, 2321 ნახვა

მსოფლიო
სააკაშვილი: როგორც კი მათთან ერთად ქურდობაზე უარი განვაცხადე, მათი მტერი გავხდი

საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სამომავლო გეგმებზე ისაუბრა და უკრაინის რეგიონებში ვიზიტები დააანონსა.

როგორც ოდესის ყოფილმა გუბერნატორმა აღნიშნა, ის სხვა ოპოზიციურ ძალებთან გაერთიანებას აპირებს.

"მე მაქვს კონკრეტული გეგმა: დავასრულო ძარცვის პროცესი, ჩამოვართვა ძალაუფლება ოლიგარქებს, დავასრულო კორუფცია. ამისთვის, ვაპირებ უკრაინის ყველა რეგიონში ჩასვლას. მაქსიმალურად გავერთიანდე ინდივიდუალურ ადამიანებთან, სხვადასხვა პოლიტიკურ ძალებთან. ჩვენი გამაერთიანებელი საკითხი იქნება დემოკრატიის ჩამოყალიბება უკრაინაში. ჩვენ არ გვჭირდება დიქტატორი, ოლიგარქი მმართველი. ამ თემების გარშემო ჩვენ გავერთიანდებით. ძალიან მიხარია, რომ ჩემი საკითხის გარშემო ამდენმა ადამიანმა მოიყარა თავი. ჩემი მოქალაქეობის საკითხმა ისეთი ადამიანები გააერთიანა, რომლებიც ერთად, ერთ მაგიდასთან არ დამჯდარან. მე არ მაქვს ამბიცია, უკრაინაში რომელიმე თანამდებობა დავიკავო, მაგრამ ფაქტი, რომ "ბარიგებს" ჩემი ეშინიათ, ხოლო პოროშენკო ასე მომექცა, ეს იმას ნიშნავს, რომ რაღაცას სწორედ ვაკეთებ და ეს მათ აშინებთ. მთელი ცხოვრება რეფორმებს ვატარებდი და ამის  გამოცდილება მაქვს. აქ ჩამომიყვანეს და ეგონათ, რომ ქურდობაში დავეხმარებოდი, მაგრამ როგორც კი მათთან ერთად ქურდობაზე უარი ვთქვი, მათი მტერი გავხდი", - განაცხადა სააკაშვილმა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ევროპაში საბრძოლო ველზე სუპერტანკი წარადგინეს, რომელიც რობოტული კოშკურითა და დრონებითაა აღჭურვილი .
ვენსი შვეიცარიაში ირანთან მოლაპარაკებებისთვის ჩავიდა
მზია ამაღლობელი - ელენე ხოშტარიას მდგომარეობის დაიგნორება გაუჭირდებათ - მინდა მას ვუთხრა, რომ მარტო არ არის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics