21:04 - 21 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-09-11 05:57:28, 2116 ნახვა

კომენტარი
გახარია სააკაშვილზე: უკრაინის სახელმწიფოს ვუსურვებ, რომ ამ გამოწვევას თავი გაართვას

„უკრაინის სახელმწიფოს ვუსურვებ, რომ ამ გამოწვევას თავი გაართვას“, - ამის შესახებ  ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი გახარიამ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიერ უკრაინის საზღვრის გადაკვეთასთან დაკავშრებით განუცხადა.

როგორც გახარიამ აღნიშნა, ეს უკრაინის შიდა საქმეა.

"ეს არის უკრაინის შიდა საქმე, რომელზეც აქედან შეფასებებს ვერ გავაკეთებთ. ერთადერთი, ვუსურვებ უკრაინის სახელმწიფოს, რომ ამ გამოწვევას თავი გაართვას", - განაცხადა მინისტრმა.

ცნობისთვის, გუშინ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა უკრაინის საზღვარი გადაკვეთა. ახლა ის ლვოვში იმყოფება. ოდესის ყოფილმა გუბერნატორმა უკრაინის ტერიტორიაზე გადასვლა ასობით მხარდამჭერის დახმარებით შეძლო.

შეგახსენებთ, რომ ქვეყნის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ მიხეილ სააკაშვილს მოქალაქეობა 26 ივლისს ჩამოართვა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ყირიმში, ნავთობბაზისა და ბორნის დაბომბვის შემდეგ, მათ შეწყვიტეს საწვავის გაყიდვა და დახურეს ქერჩის გადასასვლელი
აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმი - თბილისიდან მშვიდობა მხოლოდ ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმებაა
ალბანეთში ათიათასობით ადამიანმა კუშნერ-ივანკა ტრამპთან დაკავშირებული კურორტის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გამართა
მოვითხოვთ, 4 ოქტომბრის საქმის საფუძვლიან და ობიექტურ გადახედვას - მეცნიერებათა აკადემია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics