07:33 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-09-08 01:37:30, 2295 ნახვა

ეკონომიკა
გიორგი გახარია უკრაინაში რიგით მეორე საერთაშორისო სატრანსპორტო კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას

,,ევროპა-აზიის ინტეგრირებული სატრანსპორტო კორიდორი“ - ამ სახელწოდების რიგით მეორე მაღალი დონის, საერთაშორისო სატრანსპორტო კონფერენცია გაიმართება დღეს, 9 სექტემბერს, უკრაინის ქალაქ ოდესაში.

ქართულ დელეგაციას უკრაინაში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი გახარია უხელმძღვანელებს.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, კონფერენციის მიზანია ევროპისა და აზიის მიმართულებით სატრანსპორტო კავშირების  კონკურენტული უპირატესობების შექმნა.

ღონისძიებას უკრაინის პრემიერ-მინისტრი  ვლადიმერ გროისმანი  გახსნის. მოგვიანებით კონფერენციაზე სიტყვით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი გახარია გამოვა.

საერთაშორისო სატრანსპორტო კონფერენციაში მონაწილეობას საქართველოსა და უკრაინასთან ერთად, რუმინეთის, ბულგარეთის, აზერბაიჯანის, ყახაზეთის, პოლონეთის, ლიტვის, ჩინეთის სამთავრობო დელეგაციები და კერძო სტრუქტურების წარმომადგენლები მიიღებენ.

კონფერენციის ფარგლებში, უკრაინის პრემიერ-მინისტრის მონაწილეობით, პლენარული სხდომა გაიმართება. სხდომის  თემებია: ევროპისა და აზიის ინტეგრირებული სატრანსპორტო დერეფნების განვითარების მიზნით მონაწილე ქვეყნების სატრანსპორტო პოლიტიკის ჰარმონიზაცია და ევროპა-აზიის მიმართულებით სატრანსპორტო ნაკადების ფორმირება.

ღონისძიებაში საქართველოს მხრიდან მონაწილეობას, სამთავრობო დელეგაციის გარდა, საქართველოს რკინიგზის, ბათუმის პორტისა და ბათუმის საკონტეინერო ტერმინალის წარმომადგენლები მიიღებენ.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
„როსსტატის“ მონაცემებით, ბენზინის ფასების ყოველკვირეული ზრდა ბოლო 20 წლის განმავლობაში ყველაზე დიდია
ზელენსკი: ბელარუსის საზღვარზე აპარატურამ, რომელიც რუსულ დრონებს აკორექტირებდა, მუშაობა შეწყვიტა
დროა: პენიტენციურმა პირობა დაარღვია და ხოშტარიასთან მისი მკურნალი ექიმი არ შეუშვა
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოზე კრიტიკული რეზოლუცია მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics