20:03 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-09-08 01:16:49, 2435 ნახვა

პოლიტიკა
სააკაშვილი უკრაინის საზღვრის კვეთაზე: რამდენიმე ათასი ადამიანი აპირებს ჩემთან ერთად პოლონეთიდან წამოსვლას

 „10 სექტემბერს პოლონეთიდან წავალ უკრაინაში, ჩავალ სასაზღვრო პუნქტზე  და იქ დამხვდებიან უკრაინელი პოლიტიკოსები  და მრავალი ათასი ჩვენი მხარდამჭერი“,-ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა პოლონეთიდან უკრაინაში გადასვლის საკითხთან დაკავშირებით გადაცემა „არჩევანში“ განაცხადა.

როგორც სააკაშვილმა აღნიშნა, თანაგუნდელებთან და უკრაინაში მედიის წარმომადგენლებთან ერთად, მისი მხარდამჭერი უკრაინელებიც იქნებიან.

სააკაშვილის თქმით, არ გამორიცხავს, რომ პოლონეთი-უკრაინის საზღვართან ევროპარლამენტარებიც შეიძლება შეუერთდნენ.

„ევროპარლამენტარები არ გამორიცხავენ სპეციალური რეზოლუციის მომზადებას, სპეციალური რეზოლუციის ევროკავშირის. ასე, რომ თუ საზღვარზეც ვინმე მოვა, ესეც არ არის გამორიცხული. იქნება ძალიან ბევრი უცხოური პრესა“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ვოლსკი: საიდან მოიტანეს ეს ქარდი, ან ვინ ალაიქებს, ან ვინ აჰაჰავებს
რას პასუხობს საზოგადოებრივი მაუწყებელი სინდისის პატიმრების მშობლებს ეთერის მოთხოვნაზე
რიკოთზე ავარიას 2 ადამიანი ემსხვერპლა, დაშავდა ბავშვი
ზურაბ ჯაფარიძე: ერთადერთი, რაც თვითმხილველებს „ახსოვთ“, არის ის, რომ ჩვენ „ზეწოლისკენ“ მოვუწოდეთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics