06:06 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-09-06 08:24:11, 2210 ნახვა

ეკონომიკა
სერ სუმა ჩაკრაპორტი: აღსანიშნავია საქართველოს შესანიშნავი ეკონომიკური მენეჯმენტი

„საქართველო ახალი ტალღის ლიდერია. რამ განაპირობა ეს შედეგი? პირველ რიგში, აღსანიშნავია შესანიშნავი ეკონომიკური მენეჯმენტი. საქართველოს მიერ განსაკუთრებით ბოლო წლებში ეკონომიკის მენეჯმენტის შეფასებისას, უნდა აღვნიშნოთ ფინანსთა მინისტრისა და ცენტრალური ბანკის, ასევე მთლიანად მთავრობის წვლილი. ფანტასტიკური შედეგია“, - განაცხადა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) პრეზიდენტმა სერ სუმა ჩაკრაბარტიმ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.

„მტკიცედ მწამს, რომ საქართველოში დღეს არსებული მდგომარეობა თქვენს ქვეყანას გარდამავალ პერიოდში მყოფი ქვეყნების შემდეგი ტალღის ლიდერად აქცევს - იმ ევროპული ქვეყნების შემდეგ, რომლებთანაც 90-იან წლებში და 2000-იანი წლების დასაწყისში ვთანამშრომლობდით,“ - განაცხადა EBRD-ის პრეზიდენტმა.

სერ სუმა ჩაკრაბარტიმ აღნიშნა, რომ საქართველოში მესამედ იმყოფება, რაც იმის დადასტურებაა, რომ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში EBRD-სა და საქართველოს შორის ურთიერთობამ და სტრატეგიულმა პარტნიორობამ მნიშვნელოვან ნიშნულს მიაღწია.

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
„როსსტატის“ მონაცემებით, ბენზინის ფასების ყოველკვირეული ზრდა ბოლო 20 წლის განმავლობაში ყველაზე დიდია
ზელენსკი: ბელარუსის საზღვარზე აპარატურამ, რომელიც რუსულ დრონებს აკორექტირებდა, მუშაობა შეწყვიტა
დროა: პენიტენციურმა პირობა დაარღვია და ხოშტარიასთან მისი მკურნალი ექიმი არ შეუშვა
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოზე კრიტიკული რეზოლუცია მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics