03:58 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-09-05 03:10:09, 4228 ნახვა

სამართალი
სასამართლომ დეკანოზ გიორგი მამალაძეს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლომ ე.წ. ციანიდის საქმეზე ბრალდებული დეკანოზი გიორგი მამალაძე დამნაშავედ სცნო სსკ-ის 18/108-ე მუხლით გათვალისწინებულ ბრალდებაში.

გადაწყვეტილება მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილმა მიიღო.

დეკანოზის მიმართ წაყენებული ბრალდების მუხლი გადაკვალიფიცირდა. კერძოდ, მოსამართლემ მას ანგარებით მკვლელობის მომზადების ბრალდება მოუხსნა და შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის შურისძიებით მომზადებაში სცნო დამნაშავედ. მოსამართლემ მამალაძე ასევე დამნაშავედ სცნო ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შენახვაში, თუმცა  შთანთქმის პრინციპის გამოყენებით, საბოლოო ჯამში დეკანოზს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა.

სასჯელის ათვლა მისი ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან დაიწყება.

განაჩენის გამოცხადებას თავად გიორგი მამალაძე არ ესწრებოდა. მოსამართლის თქმით, მან უარი განაცხადა პროცესზე მისვლაზე და აღნიშნულის მიზეზი არ განუმარტავს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
„როსსტატის“ მონაცემებით, ბენზინის ფასების ყოველკვირეული ზრდა ბოლო 20 წლის განმავლობაში ყველაზე დიდია
ზელენსკი: ბელარუსის საზღვარზე აპარატურამ, რომელიც რუსულ დრონებს აკორექტირებდა, მუშაობა შეწყვიტა
დროა: პენიტენციურმა პირობა დაარღვია და ხოშტარიასთან მისი მკურნალი ექიმი არ შეუშვა
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოზე კრიტიკული რეზოლუცია მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics