15:31 - 19 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-09-04 07:36:18, 2683 ნახვა

მსოფლიო
ანგელა მერკელი: ევროკავშირში თურქეთის ადგილი არ არის

გერმანიის კანცლერის ანგელა მერკელის განცხადებით, თურქეთის ადგილი ევროკავშირში არ არის.

ამის შესახებ კანცლერმა მარტინ შულცთან გამართული წინასაარჩევნო დებატების დროს განაცხადა.

"მე ვერ ვხედავ თურქეთს ევროკავშირის შემადგენლობაში და არც არასოდეს ვხედავდი. მე გავესაუბრები ჩემს კოლეგებს ამასთან დაკავშირებით და მივაღწევთ შეთანხმებას", - აღნიშნა მერკელმა.

მანვე დასძინა, რომ გერმანიამ სათანადოდ უნდა გასცეს პასუხი თურქეთს თავისი მოქალაქეების დაკავების გამო.

ცნობისთვის, თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა გერმანიაში მცხოვრებ თანამოქალაქეებს მოუწოდა, სექტემბერში დაგეგმილ არჩევნებს ბოიკოტი გამოუცხადონ და მმართველ პარტიას ხმა არ მისცენ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კალაძე: ელენე ხოშტარიას მინდა, მალე გამოჯანმრთელება ვუსურვო
ევროპარლამენტში გაფართოების საკითხებზე იმსჯელებენ - ევროსკოპის ინფორმაციით, შეხვედრაზე ქართული დელეგაცია არ იქნება
სასამართლომ 4 ოქტომბრის მოვლენებზე ბრალდებული 7 პირი დამნაშავედ ცნო, პატიმრობა მიესაჯათ
„გაიარე მეტი უსაფრთხოდ“ - „თეგეტა მოტორსის“ საგზაო უსაფრთხოების კამპანია სკოლებში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics