15:23 - 19 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-08-30 09:20:24, 2862 ნახვა

მსოფლიო
უკრაინის უსაფრთხოების სამსახური: ჟურნალისტი ანა კურბატოვა რუსეთში იქნება დეპორტირებული

რუსული პირველი არხის ჟურნალისტი ანა კურბატოვა რუსეთში იქნება დეპორტირებული, - ამის შესახებ Tass იუწყება.

როგორც უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის პრესმდივნის ელენა გიტლიანსკა Facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს, ამ დროისთვის ჟურნალისტის საბუთების გაფორმება მიმდინარეობს.

"რუს პროპაგანდისტ ანა კურბატოვას იძულების წესით სამშობლოში დააბრუნებენ. უკრაინა სამართლებრივი სახელმწიფოა. ამ ეტაპზე დოკუმენტების გაფორმება მიმდინარეობს, რათა მისი გაძევება ოფიციალურად მოხდეს“, - წერს გიტლიანსკა.

მანამდე რუსეთის პირველმა არხმა ინფორმაცია გაავრცელა, რომ მისი ჟურნალისტი ანა კურბატოვა კიევში გაიტაცეს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კალაძე: ელენე ხოშტარიას მინდა, მალე გამოჯანმრთელება ვუსურვო
ევროპარლამენტში გაფართოების საკითხებზე იმსჯელებენ - ევროსკოპის ინფორმაციით, შეხვედრაზე ქართული დელეგაცია არ იქნება
სასამართლომ 4 ოქტომბრის მოვლენებზე ბრალდებული 7 პირი დამნაშავედ ცნო, პატიმრობა მიესაჯათ
„გაიარე მეტი უსაფრთხოდ“ - „თეგეტა მოტორსის“ საგზაო უსაფრთხოების კამპანია სკოლებში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics