10:24 - 15 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-04-27 09:26:22, 653 ნახვა

საზოგადოება
ბათუმის ხელოვნების ცენტრში ოჯახში დამზადებული ღვინის ფესტივალი გაიმართა

ბათუმის ხელოვნების ცენტრში  ოჯახში დამზადებული ღვინის VIII ფესტივალი გაიმართა, რომელშიც 100-ზე მეტი ქართველი  მეღვინე მონაწილეობდა.

როგორც „ექსპრესნიუსს“ აჭარის მთავრობის პრესსამსახურიდან აცნობეს, საკონკურსო ღვინოების წარდგენა 22 აპრილს დასრულდა. დანომრილი ნიმუშები ანონიმური იყო და  12 პროფესიონალის სომელიეს მიერ მათ დეგუსტაციას 23-25 აპრილის ჩათვლით მიმდინარეობდა.

კონკურსში გამარჯვებული I, II, და III ადგილების მფლობელებს ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლები და ფულადი პრიზები გადაეცათ. კონკურსის ფინალში გასულ 26-ვე ნომინანტს კი ქარხნული წესით დამზადებული საფირმო ქართული ღვინოები. წელს პირველად კონკურსის მონაწილეთა შორისწარმოდგენილი იყო ღვინო ლაზეთიდან (თრქეთი), რომელსაც მეღვინემ „უჩა“ დაარქვა.

„ოჯახში დამზადებული ღვინის ფესტივალის“ საზეიმო ღონისძიებაზე მოწვეული იყვნენ წმინდა სინოდის წევრები, ეპარქიის სამღვდელოება, საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის წევრები. ასევე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე და სხვა თანამდებობის პირები. დაჯილდოებას დაესწრნენ ბიზნესმენები, რომლებმაც დააწესეს პრიზები, კერძო ღვინის მწარმოებელი კომპანიების წარმომადგენლები და  სხვა  სპონსორები. ფესტივალზე მოწვეულ ყველა სტუმარს გადაეცა ქართული ღვინისა და მეღვინეობის სესახებ დამზადებული სპეციალური საინფორმაციო ბროშურა, რომელშიც მოთხრობილია ოჯახში დამზადებული ღვინის ფესტივალის, კომისიაში შემავალი

„ოჯახში დამზადებული ღვინის ფესტივალი“ ტრადიციულია და იგი ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტ დიმიტრის ლოცვა-კურთხევით წელს VIII -დ ტარდება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ერთიანი ეროვნული გამოცდების განრიგი ცნობილია
UFC-ის მსუბუქი წონითი დივიზიონის საჩემპიონო ქამრისთვის ბრძოლაში ილია თოფურია ჯასტინ გეიჯთან დამარცხდა
ვენსის თქმით, ირანთან შეთანხმება ახლო აღმოსავლეთში ახალ ერას იწყებს
თოფურიას დაპირისპირებას პრეზიდენტი ტრამპი და სხვა მაღალჩინოსნები უყურებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics