|
2015-04-25 11:24:06, 1509 ნახვა
სამხედრო
დღეს ლოგისტიკის დღეა
25 აპრილი ლოგისტიკის დღეა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, როფესიულ დღესთან დაკავშირებით, საქართველოს შეიარაღებული ძალების ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლობამ საჩვენებელი სამეთაურო-საშტაბო სწავლება „აღალი 2015“ გამართა. სწავლება სოფელ გაჩიანის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართა. წვრთნას გენერალური შტაბის უფროსის პირველი მოადგილე, ბრიგადის გენერალი ვლადიმერ ჩაჩიბაია და საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე კახა ოქროჯანაშვილი დაესწრნენ. „აღალი 2015“-ზე იმყოფებოდნენ ასევე, ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდალი პოლკოვნიკი მამუკა ცხვედიანი და სხვადასხვა ბრიგადის ხელმძღვანელი პირები. სწავლების მეთაურმა სტუმრებს წვრთნების მიმდინარეობის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა. „აღალი 2015“ საბრძოლო ოპერაციების დროს ქვედანაყოფების უწყვეტ და დროულ ლოგისტიკურ უზრუნველყოფას, ასევე მართვისა და კონტროლის სრულყოფას ისახავდა მიზნად. იმიტირებული სცენარის მიხედვით, საბრძოლო ვითარებისას ლოგისტიკის სარდლობას შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფებისთვის ყველა კლასის მარაგის უზრუნველყოფა დაევალა. ადგილზე ფუნქციონირებდა საევაკუაციო და სარემონტო ჯგუფებიც.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)