10:38 - 15 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-04-24 17:50:56, 543 ნახვა

საზოგადოება
მახუნცეთში სამედიცინო მომსახურებით 211-მა პაციენტმა ისარგებლა

„ბათუმის N1 პოლიკლინიკის“ ექიმებმა მახუნცეთის თემში უფასო სამედიცინო აქცია ჩაატარეს.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აქციის ფარგლებში მომსახურება გაეწია 211 პაციენტს, აქედან ექოსკოპიური კვლევა ჩაუტარდა 61-ს, ელექტრო კარდიოგრაფია 24-ს, ხოლო გლუკომეტრია 8 პაციენტს.

მომსახურება ითვალისწინებდა ენდოკრინოლოგის, უროლოგის, ლარინგოლოგის, ოფთალმოლოგის, ალერგოლოგის, ნევროპათოლოგის, კარდიოლოგის, და ექოსკოპისტის კონსულტაციას და სამედიცინო კვლევებს.

აქცია, „ქ. ბათუმის N1 პოლიკლინიკის“ ინიციატივით და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს და ქედის მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით გაიმართა.

ბოლო ორი თვის განმავლობაში უფასო სამედიცინო აქცია აჭარის 5 მუნიციპალიტეტის 6 თემში ჩატარდა. მომსახურებით 1297-მა პაციენტმა ისარგებლა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სენატორმა მერფიმ ირანთან დადებულ შეთანხმებას აშშ-ის კაპიტულაცია უწოდა
ერთიანი ეროვნული გამოცდების განრიგი ცნობილია
UFC-ის მსუბუქი წონითი დივიზიონის საჩემპიონო ქამრისთვის ბრძოლაში ილია თოფურია ჯასტინ გეიჯთან დამარცხდა
ვენსის თქმით, ირანთან შეთანხმება ახლო აღმოსავლეთში ახალ ერას იწყებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics