19:45 - 08 Jul, 2026
|
2017-08-10 09:52:52, 2276 ნახვა
საზოგადოება
თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ღამის განმავლობაში 8 ავიარეისი დაგვიანებით შესრულდა
პროგრამული ხარვეზის გამო, თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტიდან ღამის განმავლობაში, 22-დან 8 ავიარეისი დაგვიანებით შესრულდა. როგორც "ექსპრესნიუსს" თბილისის საერთაშორისო აეროპორტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განუცხადეს, ღამის 00:00 საათიდან დილის 09:00 საათამდე 8 რეისი ქვეყნიდან დაგვიანებით გავიდა. პრესსამსახურის განმარტებით, რეისების დაგვიანება სარეგისტრაციო პრობლემებით იყო გამოწვეული, კერძოდ კი, მგზავრები პროგრამის გაუმართაობის გამო რეგისტრაციას ვერ გადიოდნენ. ამასთან, ყველა დანარჩენი რეისი დაგეგმილ დროს შესრულდა. ამ ეტაპისთვის რეისები შეფერხების გარეშე სრულდება.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)