16:38 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-08-08 17:27:01, 2756 ნახვა

პოლიტიკა
ვლადიმერ პუტინი ოკუპირებულ აფხაზეთში ჩავიდა

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ოკუპირებულ აფხაზეთში ჩავიდა, - ამის შესახებ eadaily.com იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით, ვლადიმერ პუტინის და დე-ფაქტო პრეზიდენტის რაულ ხაჯიმბას შეხვედრა ბიჭვინთაში გაიმართება. ამასთან, შეხვედრა დახურულ კარს მიღმა ჩატარდება.

როგორც მედია წერს, შეხვედრის შემდეგ ვლადიმერ პუტინი და რაულ ხაჯიმბა ერთობლივ პრესკონფერენციას გამართავენ.

ამასთან, როგორც "სპუტნიკ-აბხაზია" იტყობინება, რუსეთის ოფიციალური პირების ვიზიტის ფარგლებში ოკუპირებულ აფხაზეთსა და რუსეთს შორის ჯანდაცვის შესახებ ე.წ. ხელშეკრულება გაფორმდება, რის ფარგლებშიც ოკუპირებულ რეგიონში მუდმივად მცხოვრები რუსეთის მოქალაქეები დახმარებას რუსეთის ფედერაციის მხრიდან მიიღებენ.

ცნობისთვის, ეს ოკუპირებულ რეგიონში ვლადიმერ პუტინის რიგით მეოთხე ვიზიტია. მანამდე რუსეთის პრეზიდენტი ოკუპირებულ აფხაზეთს 2009, 2011 და 2013 წლებში სტუმრობდა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უტა ბერიას ფილმის ,,ცრემლსადენი გაზი" მსოფლიო პრემიერა ლოკარნოს კინოფესტივალის სექციაში შედგება
გაატარეთ ზაფხულის ცხელი დღეები SOLO-სთან ერთად - Iveria Beach-ზე მუსიკალური ღონისძიებების სერია იწყება
HRW საქართველოში არასამთავრობო ორგანიზაციების მდგომარეობაზე ანგარიშს აქვეყნებს
უკრაინამ ბოლო 4 დღეში აზოვის ზღვაში 35 რუსულ ტანკერს დაარტყა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics