14:24 - 21 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-08-08 16:46:11, 2552 ნახვა

კომენტარი
სააკაშვილი: უკრაინის საგარეო მინისტრი ყველა იმ ქვეყანაში რეკავს სადაც ჩავდივარ და პრეტენზიებს გამოთქვამს

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი პაველ კლიმკინი Facebook-ის საკუთარ გვერდზე გააკრიტიკა.

როგორც სააკაშვილი წერს, კლიმკინი ეთნიკურად რუსია, რომელიც რუსეთში დაიბადა და ექს-გუბერნატორის თქმით, სწორედ მას უნდა ჩამოერთვას მოქალაქეობა.

"უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი კლიმკინი იმის მაგივრად, რომ საქმეს მიხედოს, მთელი დღეების განმავლობაში ყველა იმ ქვეყანაში რეკავს სადაც მე ჩავდიოდი ან ჩასვლას ვაპირებ და პრეტენზიებს გამოთქვამს. სხვათაშორის, პაველ კლიმკინი, ეთნიკურად უკრაინელი კი არა, რუსია. დაიბადა რუსეთში. რამდენადაც მე ვხვდები აქვს რუსეთის მოქალაქეობა და უკრაინულად ჩემზე უარესად მეტყველებს. აი, კიდევ ერთი კანდიდატი, რომელსაც უნდა წაერთვას მოქალაქეობა, მას შემდეგ რაც მას კარგად გამოიყენებთ", - წერს მიხეილ სააკაშვილი.

ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილი ამჟამად ლიტვაში იმყოფება, სადაც მან მოქალაქეობაზე უარი თქვა და ვილნიუსში, რუსეთის საელჩოსთან მიმდინარე ოკუპაციის წინააღმდეგ აქციას დაესწრო.

შეგახსენებთ, მიხეილ სააკაშვილს უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ მოქალაქეობა 26 ივლისს ჩამოართვა. იმ დროისთვის სააკაშვილი აშშ-ში იმყოფებოდა. მიუხედავად იმისა, რომ იგი ოფიციალურად არცერთი ქვეყნის მოქალაქე აღარ არის, რამდენიმე დღის წინ, აშშ-დან პოლონეთში ჩავიდა და აღნიშნა, რომ ქვეყანაში შესვლისას არავითარი პრობლემა არ შექმნია.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ევროპაში საბრძოლო ველზე სუპერტანკი წარადგინეს, რომელიც რობოტული კოშკურითა და დრონებითაა აღჭურვილი .
ვენსი შვეიცარიაში ირანთან მოლაპარაკებებისთვის ჩავიდა
მზია ამაღლობელი - ელენე ხოშტარიას მდგომარეობის დაიგნორება გაუჭირდებათ - მინდა მას ვუთხრა, რომ მარტო არ არის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics