2015-04-24 14:19:17, 493 ნახვა
პოლიტიკა
ზაქარეიშვილი: სხვადასხვა პოლიტიკურ გაერთიანებებში მყოფ ქვეყნებს შორის ურთიერთობისთვის წინააღმდეგობები არ არსებობს
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პაატა ზაქარეიშვილის შეფასებით, სხვადასხვა პოლიტიკურ გაერთიანებებში მყოფ ქვეყნებს შორის ურთეირთობისთვის წინააღმდეგობები არ არსებობს
ამის შესახებ ზაქარეიშვილმა საქართველოს- ბელარუსს შორის ურთიერთობის თემის კომენტირებისას განაცხადა.
„მსოფლიო სხვადასხვა პოლიტიკურ გაერთიანებებშია გადანაწულებული და მათ შორის არსებობს სერიოზული ჰარმონია, არანაირი წინააღმდეგობები არა აქვთ. სხვადასხვა პოლიტიკურ ბლოკებში მყოფ სახელმწიფოებს შორის არსებობს თანხვედრა, თანამშრომლობა ეს არის ჩვეულებრივი ამბავი“,-აღნიშნა ზაქარეიშვილმა.
მინისტრს მიაჩნია, რომ ბელარუსის პრეზიდენტის საქართველოში ჩამოსვლა ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან