13:05 - 21 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-08-08 11:06:57, 2804 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
პრემიერი: აფხაზებმა, ქართველებმა და ოსებმა თვალებში უდნა ჩავხედოთ ერთმანეთს და შევრიგდეთ

„დღეს არის უმძიმესი დღე. მინდა, ქედი მოვიხარო  ჩვენი გმირების წინაშე, რომლებმაც თავისი სიცოცხლე არ დაინანეს საკუთარი სამშობლოსთვის“,-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ჟურნალისტებს მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე განუცხადა, სადაც 2008 წლის რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომის დროს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო.

გიორგი კვირიკაშვილის თქმით, ხელისუფლება მუშაობს იმისათვის, რომ გაერთიანდეს და გაძლიერდეს ქვეყანა. თუმცა, პრემიერის განმარტებით, ეს ყველაფერი მშვიდობიანად უნდა მოხდეს:

„რაც შეეხება ომის შედეგებს, ჩვენ ვმუშაობთ იმისათვის, რომ გავაერთიანოთ, გავაძლიეროთ ჩვენი ქვეყენა. ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ მშვიდობას არ აქვს ალტერნატივა. ამასთან ერთად, ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ მშვიდობა შევინარჩუნოთ. ერთიან, ძლიერ ნამდვილად დემოკრატიულ  საქართველოს ვაშენებთ იმისათვის, რომ ეს იყოს ერთიანი სახლი ქართველებისთვის, აფხაზებისთვის და ოსებისთვის. 2008 წლის ომი იყო ყველას ტრაგედია. ჩვენ-აფხაზებმა, ქართველებმა და ოსებმა თვალებში უდნა ჩავხედოთ ერთმანეთს  და უნდა შევრიგდეთ, რადგან შერიგებას ალტერნატივა არ აქვს“,-განაცხადა  გიორგი კვირიკაშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ევროპაში საბრძოლო ველზე სუპერტანკი წარადგინეს, რომელიც რობოტული კოშკურითა და დრონებითაა აღჭურვილი .
ვენსი შვეიცარიაში ირანთან მოლაპარაკებებისთვის ჩავიდა
მზია ამაღლობელი - ელენე ხოშტარიას მდგომარეობის დაიგნორება გაუჭირდებათ - მინდა მას ვუთხრა, რომ მარტო არ არის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics