15:25 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-08-03 12:48:52, 3081 ნახვა

პოლიტიკა
მიხეილ სააკაშვილი აშშ-ს ვეღარ დატოვებს

უკრაინამ ამერიკის შეერთებულ შტატებს და სხვა ყველა ქვეყანას აცნობა, რომ საქართველოს ყოფილ პრეზიდენტის და ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორის, მიხეილ სააკაშვილის ყველა პასპორტი გაუქმებულია.

ამის შესახებ „კომსომოლკსაია პრავდა უკრაინაში“ იუწყება.

გაზეთის ინფორმაციით, უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ სააკაშვილის მოქალაქეობასთან დაკავშირებით „ცბიერი კომბინაცია გაათამაშა“.

„სააკაშვილის მოქალაქეობის შეჩერების ბრძანების შემდეგ, უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს მეშვეობით, აშშ-ს ყველა კომპეტენტურ ორგანოს ეცნობა, რომ სააკაშვილის ყველა პასპორტი გაუქმებულია. მას ფიზიკურად აშშ-ს დატოვება აღარ შეუძლია. სააკაშვილი იზოლაციაშია“, - წერს გაზეთი.

ამასთან, გაზეთის ცნობით, ყველაფერი ისე გათამაშდა, რომ საქართველოში სააკაშვილის ექსტრადიციასთან უკრაინას საერთო არაფერი ჰქონდეს.

თავის მხრივ, მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ კიევში მაინც დაბრუნდება და საკუთარი სიმართლის დამტკიცებას სასამართლოში ეცდება.

სააკაშვილისთვის მოქალაქეობის შეჩერების ბრძანებას პოროშენკომ ხელი 26 ივლისს მოაწერა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინამ ბოლო 4 დღეში აზოვის ზღვაში 35 რუსულ ტანკერს დაარტყა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ბათუმში მეწარმე ქალებისთვის ელ. კომერციის ვორქშოპი გაიმართება
ევროკომისარი აზერბაიჯანის პროკურატურისგან აფგან სადიგოვის დაკავებაზე განმარტებას ითხოვს
ლიტერატურული პრემია „საბას“ 2026 წლის ფინალისტები ცნობილია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics