10:24 - 15 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-04-24 11:03:01, 741 ნახვა

საზოგადოება
C ჰეპატიტით დაავადებული პაციენტების რეგისტრაცია 28 აპრილიდან დაიწყება

C ჰეპატიტი სამკურნალო მედიკამენტების პირველი პარტია საქართველოში კვირას ან ორშაბათს შემოვა.

ამის შესახებ შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ ჟურნალისტებს მთავრობის ადმინისტრაციაში განუცხადა.

მისივე თქმით, პაციენტების რეგისტრაცია სამშაბათს, 28 აპრილს დაიწყება.

"მომავალი კვირის განმავლობაში  პაციენტები, ვისაც ყველაზე მეტად სჭირდებათ  მკურნალობა ამ პროექტით ისარგებლებენ",- განაცხადა დავით სერგეენკომ.

ცნობისთვის, საქართველოს მთავრობასა და კომპანია "გილეადს" შორის მემორანდუმს ხელი მოეწერა.

პროექტის ფარგლებში, მოქალაქისთვის C ჰეპატიტის სამკურნალო მედიკამენტი უფასო იქნება. მკურნალობა კი, თანამედროვე, უაღრესად ეფექტური მედიკამენტებით განხორციელდება. რაც შეეხება დიაგნოსტიკას, სოციალურად დაუცველებისთვის დიაგნოსტიკა უფასო იქნება. კერძოდ, ჯანდაცვის სამინისტრო  დიაგნოსტიკის ღირებულების 70%-ს დააფინანსებს, 30%-ს კი-ადგილობრივი ბიუჯეტი.  არასოციალურად დაუცველებს დიაგნოსტიკის ღირებულების 30%დაუფინანსდებათ, 70%-ს კი პაციენტი გადაიხდის.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ერთიანი ეროვნული გამოცდების განრიგი ცნობილია
UFC-ის მსუბუქი წონითი დივიზიონის საჩემპიონო ქამრისთვის ბრძოლაში ილია თოფურია ჯასტინ გეიჯთან დამარცხდა
ვენსის თქმით, ირანთან შეთანხმება ახლო აღმოსავლეთში ახალ ერას იწყებს
თოფურიას დაპირისპირებას პრეზიდენტი ტრამპი და სხვა მაღალჩინოსნები უყურებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics