2017-08-01 14:24:34, 2860 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
ბაქრაძე სააკაშვილის გადმოცემაზე: ეს სამართლებრივი განზომილებაა და იქნება შესაბამისი მოქმედებები
ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს ელჩი დავით ბაქრაძე თავს იკავებს მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით იუსტიციის მინისტრის განცხადების შეფასებისგან, რომლის თანახმადაც, თუკი სააკაშვილი ბინას დაიდებს ამერიკაში, ქართულ მხარეს მოუწევს გარკვეული შეთანხმების მიღწევა ამერიკასთან, რათა მოხდეს საქართველოსთვის მისი გადმოცემა.
ბაქრაძის თქმით, აღნიშნული სამართლებრივი საკითხია, რომელსაც იუსტიციის მინისტრი სახელმწიფო საჭიროებიდან გამომდინარე სამართლებრივად წარმართავს.
„ამას აქვს მხოლოდ სამართლებრივი განზომილება და აქედან გამომდინარე, იქნება შესაბამისი მოქმედებები. ეს არის სამართლებრივი საკითხი, რომელსაც სამართლებრივად წარმართავს სახელმწიფო საჭიროებიდან გამომდინარე“,-განმარტა დავით ბაქრაძემ.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან