14:08 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-07-31 19:44:12, 2433 ნახვა

პოლიტიკა
თავისუფლების მოედანზე მოქალაქეები მაიკ პენსს ელოდებიან

თავისუფლების მოედანზე მოქალაქეები და პოლიტიკოსები არიან შეკრებილი. ისინი ელოდებიან ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტს, რომლის ესკორტიც ამწუთებში დაიძრა თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან. მოქალაქეებს სურთ, მიესალმონ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს და გამოხატონ მისდამი მხარდაჭერა. პუშკინის სკვერში სხვადასხვა სახის ღონისძიება მიმდინარეობს.

თავისუფლების მოედანზე იმყოფება ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე  თამარ ხულორდავა. მისი განცხადებით, აშშ ერთ-ერთი ყველაზე აქტიური მხარდამჭერია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის.

„ეს ვიზიტი ცხადყოფს, რომ საქართველოს მიმართ აქვს სტრატეგიული ინტერესები აშშ-ს და რომ სანდო და საიმედო პარტნიორია საქართველო რეგიონში. ამ ვიზიტის მნიშვნელობა ძალიან დიდია“,-აღნიშნა თამარ ხულორდავამ.

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი საქართველოს ორ დღიანი ვიზიტით რამდენიმე წუთის წინ, მეუღლესთან ერთად ეწვია.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ლიტერატურული პრემია „საბას“ 2026 წლის ფინალისტები ცნობილია
მერცი: აშშ-მ გერმანიისთვის Tomahawk-ის მიყიდვას დაამტკიცა
კალაძე: ბიძინა ივანიშვილი საქართველოს უახლეს ისტორიაში მართლაც ოქროს ასოებით ჩაიწერება
ISFED-მა იმედის 26 მაისის ქარდის მომწონებლებს შორის 1 500-ზე მეტი ტროლ-ბოტი გამოავლინა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics