14:08 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-07-31 09:33:14, 3133 ნახვა

პოლიტიკა
საქართველოს დღეს აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ეწვევა

საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის მოწვევით, 31 ივლისსა და 1-ელ აგვისტოს, საქართველოს ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი, მეუღლესთან ერთად ეწვევა.

დღეს, 19:00 საათზე, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართება (მედიის წარმომადგენლების აეროპორტში მისვლის დრო16:00 საათიდან).

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს, მეუღლესა და დელეგაციასთან ერთად, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ოფიციალურ ვახშამზე უმასპინძლებს.

1-ელ აგვისტოს, 10:15 საათზე, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართება პრემიერ-მინისტრისა და აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის შეხვედრა, რის შემდეგაც, 11:15 საათზე, პრესისთვისერთობლივი განცხადებები გაკეთდება.

15:15 საათზე, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი სწავლება „ღირსეული პარტნიორის" მონაწილე სამხედროებს შეხვდება.

მაიკ პენსის ვიზიტი საქართველოში 1-ელ აგვისტოს დასრულდება. აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი თბილისს 16:00 საათზე დატოვებს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ლიტერატურული პრემია „საბას“ 2026 წლის ფინალისტები ცნობილია
მერცი: აშშ-მ გერმანიისთვის Tomahawk-ის მიყიდვას დაამტკიცა
კალაძე: ბიძინა ივანიშვილი საქართველოს უახლეს ისტორიაში მართლაც ოქროს ასოებით ჩაიწერება
ISFED-მა იმედის 26 მაისის ქარდის მომწონებლებს შორის 1 500-ზე მეტი ტროლ-ბოტი გამოავლინა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics