12:32 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-07-30 17:28:17, 2511 ნახვა

პოლიტიკა
კვირიკაშვილი: აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტი ჩვენთვის მხარდაჭერას ნიშნავს

 „აშშ-ის ვიცე -პრეზიდენტის მაიკ პენსის  საქართველოში ვიზიტი ჩვენს მხარდაჭერას ნიშნავს“,-ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა.

"მოგეხსენებათ, რომ ხვალ საქართველოს ეწვევა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი. მისი ეს ვიზიტი ჩვენთვის ნიშნავს მხარდაჭერას. ეს არის ამერიკის მხრიდან გადმოდგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია ჩვენს ქვეყნებს შორის თანამშრომლობისა და სტრატეგიული პარტნიორობის შემდგომი განმტკიცებისაკენ. დარწმუნებული ვარ, სწავლება ,,ღირსეული პარტნიორი" ნაყოფიერად ჩაივლის და ახალ ეტაპზე გადაიყვანს მონაწილე ქვეყნების შეიარაღებულ ძალებს, რომლებიც ამ გამოცდილებას მსოფლიოში მშვიდობის განმტკიცებას მოახმარენ", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ცნობისთვის, ხვალ საქართველოს აშშ-ის ვიცე პრეზიდენტი მაიკ პენსი ეწვევა.

 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ირანი აცხადებს, რომ აშშ-ის საჰაერო თავდასხმების შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯიამ, გალტ & თაგარტის ექსკლუზიური მხარდაჭერით, 39.5 მილიონი აშშ დოლარის მწვანე ობლიგაციები განათავსა
კორეული პრემიუმ ბრენდი Manyo უკვე PSP-შია
სახელმწიფოს ლამარიას მონასტრის ტერიტორიაზე კელიების სამშენებლო სამუშაოებზე სააგენტოს ნებართვა არ გაუცია, ეპარქია თავს იმართლებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics