14:52 - 08 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-07-30 12:36:23, 2520 ნახვა

საზოგადოება
საზოგადოებრივი მაუწყებელი მზადაა, მაიკ პენსის ვიზიტის გაშუქებისას სიგნალი ყველა მაუწყებელს უსასყიდლოდ მიაწოდოს

საქართველოში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის, მაიკ პენსისვიზიტთან დაკავშირებით საზოგადოებრივი მაუწყებლის აღმასრულებელი საბჭო განცხადებას ავრცელებს. 

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ვიზიტის მნიშვნელობიდან გამომდინარე, საზოგადოებრივი მაუწყებელი მზად არის, უსასყიდლოდ მიაწოდოს სიგნალი ყველა მაუწყებელს.

"საქართველოს სტრატეგიული პარტნიორის, ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტის და მისი მეუღლის ოფიციალური ვიზიტი უაღრესად მნიშვნელოვანი მოვლენაა ჩვენი ქვეყნისთვის. ამდენად, საზოგადოებრივი მაუწყებელი არა მხოლოდ უზრუნველყოფს ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებების ტრანსლირებას, არამედ, მოსახლეობის უკეთ ინფორმირების მიზნით, გამონაკლისის სახით, მზად არის, უსასყიდლოდ მიაწოდოს სიგნალი ყველა მაუწყებელს. დაინტერესებულ ორგანიზაციებს შეუძლიათ, მიმართონ საზოგადოებრივი მაუწყებლის ტექნიკურ სამსახურს"- აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც 1tv.ge ავრცელებს.

მაიკ პენსი საქართველოში 31 ივლისს ჩამოვა. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კალაძე: კომპანია მარიჯანის N4-ში რომელიც ამჟამად აწარმოებს სამუშაოებს, თავად დაზარალებულებმა შეარჩიეს
თბილისში უკრაინაში დაღუპული მოხალისეების ხსოვნისადმი მიძღვნილი მსვლელობა გაიმართება
შეერთებულმა შტატებმა საქართველოს სასაზღვრო კომუნიკაციებისთვის ათობით როუტერი გადასცა
შინაგან საქმეთა სამინისტრომ „ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 29 პირი დააკავა, ხოლო 3 პირს ბრალი დაუსწრებლად წარედგინება, მათ შორის ერთი ”კანონიერი ქურდია”
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics