13:37 - 08 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-07-27 11:39:39, 2049 ნახვა

საზოგადოება
დავით ნარმანია თბილისის მეტროს კვლევის პრეზენტაციას დაესწრო

თბილისის მერი დავით ნარმანია სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ აზიის განვითარების ბანკის  (ADB) ორგანიზებით  ჩატარებული თბილისის მეტროს კვლევის შედეგების პრეზენტაციას დაესწრო.

თბილისის მერიის ინფორმაციით, ფრანგული კომპანია „სისტრას“ მიერ მომზადებული კვლევა მოიცავს თბილისის მეტროს ტექნიკურ-ეკონომიკურ შეფასებას და მისი განვითარებისთვის მნიშვნელოვან რეკომენდაციებს. კვლევაში შესწავლილია თბილისის მეტროპოლიტენის მოდერნიზაციის, ინფრასტრუქტურის განახლების, მგზავრების უსაფრთხოებისა და ენერგოეფექტური ტექნოლოგიების დანერგვის შესაძლებლობები. პრეზენტაციას ასევე  ესწრებოდნენ თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ლექვინაძე, საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი,  საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, თბილისის სატრანსპორტო კომპანიისა და აზიის განვითარების ბანკის წარმომადგენლები.

„აზიის განვითარების ბანკი გვეხმარება ძალიან მნიშვნელოვანი  საკონსულტაციო მომსახურებით, რომელიც თბილისის მეტროს ტექნიკურ-ეკონომიკურ შეფასებას გულისხმობს. ბოლო პერიოდში    ჩვენ ინტენსიურად ვმუშაობთ მეტროს ვაგონების მოდერნიზაციასა და, საერთოდ, მეტროსადგურების განახლებაზე. ამდენად,  აღნიშნული კვლევა იქნება ძალიან სასარგებლო ინსტრუმენტი, რომლიც მეტროს შემდგომი სწორი განვითარების დაგეგმვაში მნიშვნელოვან სამსახურს გაგვიწევს,“-განაცხადა დავით ნარმანიამ.

საქართველოში აზიის განვითარების ბანკის წარმომადგენლობის დირექტორის, იეშიმ ელჰან- კაიალარის განცხადებით, აზიის განვითარების ბანკს თბილისის მერიასთან ძლიერი და მჭიდრო თანამშრომლობა აკავშირებს. მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ მათი ხელშეწყობით ჩატარებული კვლევა გადაიქცეს ხელშესახებ პროექტად, რომელიც თბილისის მოსახლეობისთვის უკეთესი სატრანსპორტო  მომსახურების შეთავაზების შესაძლებლობას შექმნის.

თბილისის მეტროპოლიტენი,  ყოველდღიურად,  საშუალოდ  289 ათას მგზავრს ემსახურება.  მეტროპოლიტენი თბილისის საზოგადოებრივი ტრანსპორტის სისტემაში,  გადაყვანილ მგზავრთა რაოდენობით, სამარშრუტო ტაქსებისა და მუნიციპალური ავტობუსების შემდეგ მესამე ადგილზეა.  

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კალაძე: კომპანია მარიჯანის N4-ში რომელიც ამჟამად აწარმოებს სამუშაოებს, თავად დაზარალებულებმა შეარჩიეს
თბილისში უკრაინაში დაღუპული მოხალისეების ხსოვნისადმი მიძღვნილი მსვლელობა გაიმართება
შეერთებულმა შტატებმა საქართველოს სასაზღვრო კომუნიკაციებისთვის ათობით როუტერი გადასცა
შინაგან საქმეთა სამინისტრომ „ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 29 პირი დააკავა, ხოლო 3 პირს ბრალი დაუსწრებლად წარედგინება, მათ შორის ერთი ”კანონიერი ქურდია”
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics