11:20 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-07-26 13:33:50, 2933 ნახვა

პოლიტიკა
„კომისიის როლი არ არის, დააწესოს კონკრეტული გადაწყვეტილება“ - ჯანი ბუკიკიო ოპოზიციას პასუხობს

„კომისიას კვლავ მიაჩნია, რომ გამოსავლის მიღწევა უნდა მოხდეს დიალოგის გზით, რომლის მიზანიც იქნება რაც შეიძლება ფართო კონსენსუსის მიღწევა.

ვენეციის კომისიის პრეზიდენტი ჯანი ბუკიკიო ოპოზიციურ პარტიებს საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით წერილით მიმართავს.

 „ძვირფასო ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებო, გმადლობთ ახალი წერილისთვის. ვენეციის კომისიას კვლავ მიაჩნია, რომ გამოსავლის მიღწევა უნდა მოხდეს დიალოგის გზით, რომლის მიზანიც იქნება რაც შეიძლება ფართო კონსენსუსის მიღწევა. ამ კონსენსუსის მიღწევა უნდა მოხდეს საქართველოს პოლიტიკურ ძალებს შორის. მიუხედავად იმისა, რომ ის უნდა ეფუძნებოდეს ვენეციის კომისიის მოსაზრებებს, კომისიის როლი არ არის დააწესოს კონკრეტული გადაწყვეტილება“, - ნათქვამია ჯანი ბუკიკიოს წერილში.

ცნობისთვის, ოპოზიციურმა პარტიებმა საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით, ვენეციის კომისიას ერთობლივი მიმართვა 21 ივლისს გაუგზავნეს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თიბისი კამპუსი – უფასო ონლაინ განათლება სტუდენტებისთვის
ტრამპმა განაცხადა, რომ ირანზე დარტყმების შემდეგ თეირანმა შეთანხმების მიღწევა მოითხოვა
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა აზოვის ზღვაში ტანკერები დაბომბეს
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ტვერისა და სტავროპოლში ნავთობის საწყობები დაბომბეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics