12:22 - 08 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-07-25 17:05:16, 2311 ნახვა

საზოგადოება
დანაშაულის პრევენციის ცენტრი საზოგადოებრივ ცენტრებში შეხვედრებს განაგრძობს

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის" ინიციატივით, გაეროში საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენელი გიორგი ტუმასიანი სოფელ მეჯვრისხევისა და ბერძენაულის საზოგადოებრივ ცენტრებს ესტუმრა.

დანაშაულის პრევენციის ცენტრის ინფორმაციით, შეხვედრა, რომელიც გაეროს მანდატის მნიშვნელობასა და რეგიონში მშვიდობის თემას დაეთმო, ინტერაქტიულ რეჟიმში წარიმართა. გიორგი ტუმასიანი დისკუსიის ფორმატში  საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლების ახალგაზრდების საჭიროებებსა და გამოწვევებს გაეცნო. შეხვედრებს 30 ახალგაზრდა დაესწრო. დაიგეგმა  სამომავლო ერთობლივი აქტივობებიც, რომლებიც სასწავლო წლის განახლების შემდეგ ჩატარდება. შეხვედრის მონაწილეები ასევე დეტალურად გაეცნენ სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის“ ახალგაზრდულ პროგრამებს, რომელთა მიზანიც სამართლებრივი და სამოქალაქო ცნობიერების ამაღლების გარდა, არაფორმალური განათლების საშუალებით რეგიონებში ახალგაზრდების გაძლიერებას უწყობს ხელს.

აღსანიშნავია, რომ სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის" ახალგაზრდული პროგრამების ფარგლებში, საზოგადოებრივ ცენტრებში ცნობილი ადამიანების ვიზიტები და შემეცნებითი შეხვედრები მომავალშიც გაგრძელდება.

საზოგადოებრივი ცენტრების განვითარება საქართველოში იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ერთ-ერთი ინიციატივაა. ცენტრების მიზანია მოსახლეობისთვის სახელმწიფო სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა და სოფლის განვითარებისთვის შესაბამისი გარემოს შექმნა.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„ალ ჯაზირამ“ ირანზე აშშ-ის ბოლო დარტყმები ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ ყველაზე მასშტაბურად შეაფასა
მრავალწლიანი ტყუილებისთვის ბოდიშს ვიხდით – უნგრეთის საზმაუმ საინფორმაციო გადაცემა შეაჩერა
თბილისის აეროპორტი: ჩვეულ რეჟიმში ვოპერირებთ, მხოლოდ 3 რეისი გადამისამართდა
პაპუაშვილი – იუნკევიჩიენეს მოასინჯინეს ნიადაგი ქართულ ეკლესიაზე თავდასხმისთვის, ახლა მნიშვნელოვანია მკაცრი რეაქცია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics