20:19 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-07-21 15:46:00, 2391 ნახვა

ეკონომიკა
„აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით, ქართული პროდუქტი ჰონგ-კონგურ სუპერმარკეტებში გაიყიდება

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ-ის „აწარმოე საქართველოში“ ექსპორტის ხელშეწყობის მიმართულების მხარდაჭერით, კომპანია „არომაპროდუქტის“ მიერ წარმოებული პროდუქცია ჰონგ-კონგური სუპერმარკეტების ქსელ „City Super”-ის დახლებზე გაიყიდება. 

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, კომპანიამ აღნიშნულ წარმატებას, 2017 წელს ჰონგ-კონგში, სააგენტოს მიერ ქართული ექსპორტიორი კომპანიების საგამოფენო ღონისძიებაზე „Hofex 2017“ მონაწილეობის ორგანიზების შედეგად მიაღწია და ხელშეკრულების  გაფორმება შეძლო ზემოთხსენებულ ქსელთან.  

უწყების ცნობით, კომპანია „არომაპროდუქტი“ ექსპორტზე ორიენტირებული კომპანიაა, რომელსაც საკუთარი  პროდუქცია ორმოცამდე ქვეყანაში წარმატებულად გააქვს და  უახლესი ტექნოლოგიების საშუალებით ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციას ხილის და ბოსტნეულის წვენებს, ხილის წვენის კონცენტრატებს და ჯემებს აწარმოებს.

აღსანიშნავია, რომ 2017 წელს კომპანიას, სააგენტოს მხარდაჭერით, მონაწილეობა ასევე მიღებული აქვს დუბაიში,  გამოფენაზე   „Gulf Food“   და ტოკიოში გამოფენაზე „Foodex Japan“.  

ამასთანავე, კომპანიას მიღებული აქვს ISO 9001:2008; ISO 22000:2005; FSSC 22000 სერთიფიკატები.

(NS) 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კომერსანტი: კრემლში თქვეს, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთის სტატუსის გადაწყვეტის დრო დადგა
გიორგი გახარია: ქართული ოცნება ოკუპანტ სახელმწიფოსთან კოლაბორაციონიზმის ღია დემონსტრირებას ახდენს
ედიტე ესტრელა: საქართველოში დემოკრატიული უკუსვლა გაგრძელდა, ასამბლეის არცერთი სასწრაფო რეკომენდაცია არ განხორციელებულა
მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს კონკურსზე 120-ზე მეტმა მასწავლებელმა შეავსო განაცხადი - პროექტის მთავარი მხარდამჭერია საქართველოს ბანკი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics