|
2015-04-22 19:55:09, 1548 ნახვა
სამხედრო
200 ამერიკელი ჯარისკაცი საქართველოს მიერ ორგანიზებულ სამხედრო წვრთნებში ჩაერთვება
200 ჯარისკაცი შეერთებული შტატებიდან საქართველოს მიერ ორგანიზებულ სამხედრო წვრთნებში, სახელწოდებით „მაღალი დონის პარტნიორი“ (Noble Partner) ჩაერთვება. საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ინფორმაციით, წვრთნები 11-25 მაისს ვაზიანის სამხედრო ბაზაზე გაიმართება. მისი ამოცანაა, ნატოს სწრაფი რეაგირების ძალებში (NRF) საქართველოსა და შეერთებული შტატების ჯარების თავსებადობის ამაღლება. „ნატოს სწრაფი რეაგირების ძალები 2002 წელს ჩამოყალიბდა. ესაა მრავალეროვანი შეიარაღებული ძალები, რომლის საჭიროების ზონაში გადასროლა შესაძლებელია სწრაფად. „მაღალი დონის პარტნიორზე“ (Noble Partner) მუშაობა 2013 წლიდან მიმდინარეობს, იმ დღიდან, როდესაც საქართველომ სწრაფი რეაგირების ძალებში ჩართვის მზადყოფნა გამოთქვა, შეერთებულმა შტატებმა კი ამ პროგრამაში საქართველოს მონაწილეობის სპონსორობა ითავა. ეს წვრთნები ჩვენი ორი ქვეყნის ორმხრივი სამხედრო თანამშრომლობის გაგრძელებაა“, - აცხადებენ ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოში.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)