10:26 - 15 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-07-13 17:47:44, 917 ნახვა

რეგიონი
ოკუპირებულ აფხაზეთში რუსი ტურისტის მკვლელობაში ეჭვმიტანილების ვინაობა დადგენილია

ოკუპირებულ აფხაზეთში 11 ივლისს რუსი ტურისტის მკვლელობაში ეჭვმიტანილთა ვინაობა ცნობილია, - ამის შესახებ "სპუტნიკ-აბხაზია" იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით, დე-ფაქტო შნაგან საქმეთა სამინისტრო ე.წ. გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, მათი გვარები არ სახელდება.

გარდა ამისა, ე.წ. უწყება არ აკონკრეტებს, თუ რამდენი პირია მკვლელობაში ეჭვმიტანილი.

დე-ფაქტო ძალოვანი უწყება ასევე არ იძლევა განმარტებას იმის შესახებ, დააკავეს თუ არა ეჭვმიტანილები. პარალელურად რუსული მედია, ოკუპირებული რეგიონის დე ფაქტო გენერალურ პროკურატურაზე დაყრდნობით წერს, რომ მკვლელობაში ბრალდებული რამდენიმე პირია დაკავებული.

მომხდართან დაკავშირებით გამოძიება რუსეთმაც დაიწყო და სისხლის სამართლის საქმე აღძრა.

შეგახსენებთ, რომ 11 ივლისს გუდაუთაში, ბოროტმოქმედები რუს ტურისტებს დაესხნენ თავს, რა დროსაც გაიტაცეს ბავშვები და ერთი ტურისტი მოკლეს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ერთიანი ეროვნული გამოცდების განრიგი ცნობილია
UFC-ის მსუბუქი წონითი დივიზიონის საჩემპიონო ქამრისთვის ბრძოლაში ილია თოფურია ჯასტინ გეიჯთან დამარცხდა
ვენსის თქმით, ირანთან შეთანხმება ახლო აღმოსავლეთში ახალ ერას იწყებს
თოფურიას დაპირისპირებას პრეზიდენტი ტრამპი და სხვა მაღალჩინოსნები უყურებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics