|
2017-07-07 11:37:09, 2464 ნახვა
პოლიტიკა
საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ მინსკში ორმხრივი შეხვედრები გამართა
ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელმა, სოფიო ქაცარავამ და დელეგაციის წევრებმა, მინსკში ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ყოველწლიური სესიის ფარგლებში ორმხრივი შეხვედრები გამართეს. უკრაინის, გერმანიის და პორტუგალიის დელეგაციების ხელმძღვანელებთან გამართულ შეხვედრებზე ქართველი კანონმდებლებმა როგორც ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების საკითხებზე, ასევე საქართველოს წინაშე არსებულ გამოწვევებზე და საერთაშორისო მხარდაჭერის მიმართულებებზე ისაუბრეს. „ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში საქართველოს მეგობარ და პარტნიორ ქვეყნის დელეგაციის წარმომადგენლებთან საინტერესო შეხვედრები გავმართეთ. ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში თანამშრომლობის ახალ და საინტერესო გეგმებზე, ევროინტეგრაციის პროცესში საქართველოს წინაშე არსებულ გამოწვევებსა და მათი მხარდაჭერის საკითხებზე მსჯელობას დაეთმო გერმანიის დელეგაციასთან გამართული შეხვედრა. თანამშრომლობის გაღრმავების სფეროები მიმოვიხილეთ და დემოკრატიული რეფორმების იმპლემენტაციის მნიშვნელობაზე ვისაუბრეთ. უკრაინის საპარლამენტო დელეგაციასთან საერთო ინტერესები და გამოწვევები, როგორიცაა ევროატლანტიკური სწრაფვა, ტერიტორიული მთლიანობის საკითხი და ქვეყნის დემოკრატიული რეფორმები, განვიხილეთ. დავსახეთ თანამშრომლობის ახალი მიზნები და მათი განხორციელების მნიშვნელობაზე ვისაუბრეთ“, - განაცხადა ქაცარავამ. რაც შეეხება პორტუგალიის დელეგაციის ხელმძღვანელთან შეხვედრას, სოფიო ქაცარავამ კონფლიქტების მშვიდობიანი გზით მოგვარების კუთხით ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში ურთიერთობების განსხვავებულ მიდგომებზე ისაუბრა და მისი შინაარსობლივი ნაწილი წარმოადგინა. „ჩვენი ყველა შეხვედრის მიზანია განზარდოთ საქართველოს როლი ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში, გავაძლიეროთ ურთიერთობები ჩვენ პარტნიორებთან და დავიცვათ ასამბლეის მიერ აღიარებული პრინციპები და ვიზრუნოთ სტაბილურობასა და უსაფრთხოებაზე“, - განაცხადა სოფიო ქაცარავამ.
მთავრობამ რუსეთიდან დიზელის საწვავის ექსპორტი აკრძალა, ბენზინისა და თვითმფრინავის საწვავის შემდეგ
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)